ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თეა წულუკიანი კვლავ იუსტიციის მინისტრია-„საქართველო, ამ რეფორმების შედეგად, ელექტრონული მმართველობის სფეროში ძალიან დიდი პროგრესის შედეგად, 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა“

თეა წულუკიანი კვლავ იუსტიციის მინისტრია-„საქართველო, ამ რეფორმების შედეგად, ელექტრონული მმართველობის სფეროში ძალიან დიდი პროგრესის შედეგად, 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა“

„საქართველო იყო „ღია მმართველობის პარტნიორობის” ერთი რიგითი წევრი, დღეს კი ჩვენი რეფორმების წყალობით 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარეა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

„რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მოუტანა, იყო ის, რომ − როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თქვენ ყველას გახსოვთ, „ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში საქართველო იყო ერთი რიგითი წევრი. დღეს საქართველო ამ რეფორმების შედეგად, ელექტრონული მმართველობის სფეროში ძალიან დიდი პროგრესის შედეგად, ღიაობისა და გამჭვირვალობის გამო გახლავთ ამ ორგანიზაციის არა რიგითი წევრი, არამედ 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ მიერ მიღწეული წარმატება”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com