ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ თბილისში, ცენტრალურ უბნებში მიწის ფასი 1 კვმ. 100-2000 დოლარია“- რა ღირს საქართველოში მიწა ?

„ თბილისში, ცენტრალურ უბნებში მიწის ფასი 1 კვმ. 100-2000 დოლარია“- რა ღირს საქართველოში მიწა ?

რა ღირს მიწა საქართველოში?

რა ღირს მიწა საქართველოში?

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამის შესახებ sputnik.ge წერს.

 

საქართველოში მიწის ნაკვეთების ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ, შესაძლოა ერთსა და იმავე ქალაქში, სოფელში ან თუნდაც უბანში  კვადრატული მეტრის ღირებულება საგრძნობლად განსხვავდებოდეს.

 

მიწა ყველაზე ძვირი თბილისში ღირს. დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატული მეტრის ფასი 100-2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

საბურთალოზე კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 100 დოლარიდან იწყება, სოლოლაკში – 400 დოლარიდან, ორთაჭალაში – 145, ჩუღურეთში – 250. ყველა ამ უბანში 2000 დოლარს აჭარბებს. ქალაქის ცენტრში ყველაზე ძვირი მაინც ავლაბარია, სადაც ფასები 300 დოლარიდან იწყება და 4000 დოლარს აღწევს.

 

ცოტა ნაკლები ღირს მიწა ვაკეში – 140-1 200 დოლარი, ვერაზე ფასები 1 კვ მეტრზე 300-დან 1200 დოლარამდე მერყეობს. ისანში – 100-600 დოლარია. დიდუბეში კი – 500-2 500.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ლარის კურსი არის მართული ეროვნული ბანკის მიერ და ლარს გამყარების საშუალებას არ აძლევს“-რომან გიცირიძე

 რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და ლარის კურსზე კომენტარს აკეტებს: „საოცარი ამბები ხდება საბანკო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com