ახალი ამბები
Home / Uncategorized / თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება, ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ასევე გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის და სრული გამარჯვებისთვის გვჭირდება არამხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა,” – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ფეხი მაქვს მოტეხილი და დიდი ზომის ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ,გახსენით მაღაზიები“

„ფეხი მაქვს მოტეხილი და დიდი ზომის ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობ, სად წავიდე ,რა გავაკეთო,აღარ ვიცი,გახსენით მაღაზიები! ...