ახალი ამბები
Home / Uncategorized / “თბილისში რეანიმაციის სიკვდილის ექსპრესის ამბები დაქრის”-ბრძოლა წესების გარეშე

“თბილისში რეანიმაციის სიკვდილის ექსპრესის ამბები დაქრის”-ბრძოლა წესების გარეშე

თუ რა ხდება დღეს რეამინაციებში,სადაც კოვიდინფიცირებულები სიკვდილს ებრძვ იან ამ.ჩანაწერიდან შეიტყობთ , რომელიც ექიმების საიტზე გამოქვეყნდა.

კვლავ კოვიდ19- თან ბრძოლის ექსკლუზიური ჩანაწერი #2 📝

@tamunatandashvili -ის ქრონიკები რეანიმაციიდან სპეციალურად #ექიმებისთვის 💙

🔹🔹🔹
დღეს მოვიკრიბე ძალა გავუსწორო ახალ რეალობას თვალი.

ვაღიარო ჩემი ლაჩრობა და ბოდიში მოვუხადო რეანიმაციის პაციენტ ნურის.

ნური გქვია მარტო ეს ვიცი. დიდი თვალები გაქვს და უცნაური სახელი. არ ვიცი ვინ ხარ
3 წამით შემომხედე სახეში, 2 დღე იწვალე და გული გააჩერე.

მე ვჭამდი ხორცს და პირი არ გავაჩერე, ისტერიულად ვჭამდი. მეწვოდა ღრძილები და ვჯიჯგნიდი ხორცს.
ეს არ ვიცი სამედიცინო ენაზე რა მოვლენაა, ადამიანურ ენაზე სიგიჟეა.

ვერ დაგიყვირე

მუნჯი ვიყავი, ვერ შევძახე- ნური არ მოკვდე! ან ღმერთი ვარ ჩემი კივილებით რომ არ მოკვდნენ ადამიანები? ვინ ვარ? არავინ

მე ვარ პაციენტი პალატიდან, მე, მამაო, ინეზა და ვიტალი.

რასიომონის კარიბჭეში ნამყოფი მსახურთან ერთად ბებრის თმის დასაჯიჯგნად . ზუსტად მივხვდი აკუტაგავამ რატო დააგლიჯა მიცვალებულებს თმები.
საკამოტოს rain მესმის ყურში.
ნური იაპონურ სახელად დამამახსოვრდა და არასოდეს დამავიწყდები როგორც ჩემი დამარცხება ყველა მორალურ ღირებულებასთან.

დღეს უნდა გაგიშვა ჩემი კოშმარებიდან და გავაგრძელო ბრძოლა წესების გარეშე.

25 დღეა ვებრძვით კოვიდს, რეინფიცირებული ვარ. ძალიან ზედმიწევნით ვიცავ ენდოკრინოლოგის კვების რეჟიმს, ექიმების მითითებებს, ვუმკლავდები სხვების დახმარებით ფსიქოლოგიურ სტრესს. ვარ ფიზიკურად შედარებით სუსტი, სულიერად უფრო ძლიერი ადამიანი.
ერთ ოთახში ვართ მე, მამაო, ინეზა და ვიტალი, დღეს ვიტალი დამძიმდა და გადაიყვანეს.
მარხვა დაიწყო….

ექიმები გვეუბნებიან რომ შანსი მეტი აქვთ მათ ვინც სულიერად არ ეცემა და ექვემდებარება პროტოკოლს.

პერსონალის ოპტიმიზმს დიდი ძალა აქვს. მათ არ იციან რომ თბილისში რეანიმაციის სიკვდილის ექსპრესის ამბები დაქრის. არ ჭამენ, არ ისვენებენ, ომში ზარბაზნებით დგანან.

ყველა ილეთი მნიშვნელოვანია- მუცელზე დაწოლა, სიარული, ნიღბების მორგება, კვება, ერთმანეთის გამხნევება.

ესე გვეუბნებიან და ჩვენ გვჯერა, რისი დავიჯეროთ სხვა?

რას მოვეპოტინოთ?

თქვენ გეპოტინებით, გარედან სიყვარულის თანადგომის და თანაგრძნობის გულებს რომ გვესვრით.

ჩემ წარმოსახვაში იაპონური ყვავილებია ეს მესიჯები

ნური, მშვიდობით
……..

აიცერი და დაიცავი სხვების სიცოცხლე 💉

აიცერი და გახდი თანამებრძოლი ✊🏻

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...