ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა“

„თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა“

ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც 5.4 მილარდ აშშ დოლარს შეადგენს, გადადგა ნაბიჯები, რომლითაც საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. თანაც ეს ხდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი. გამოცემა Bloomberg -რი ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ქვეყანაში ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან“, –აცხადებს ის.

ივანიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

ივანიშვილმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ის, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა. მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება“, -აღნიშნა მან.

„დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენები მილიარდერ  ბიძინა ივანიშვილს  და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ღამის კოშმარად გადაექცა. ამის შესახებ სტატიას Bloomberg აქვეყნებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com