ახალი ამბები
Home / Uncategorized / “თბილისს წავართმევთ „ქართულ ოცნებას“, 43%-იანი ბარიერიც რომ ვერ დავძლიოთ”-გუბაზ სანიკიძე

“თბილისს წავართმევთ „ქართულ ოცნებას“, 43%-იანი ბარიერიც რომ ვერ დავძლიოთ”-გუბაზ სანიკიძე

“თუ ჩვენ, ზოგადად ოპოზიცია მოვიგებთ თბილისის მერის არჩევნებს და თბილისს წავართმევთ „ქართულ ოცნებას“, 43%-იანი ბარიერიც რომ ვერ დავძლიოთ, მომავალ წელს რიგგარეშე არჩევნები ყველა ვარიანტში იქნება, – ამის შესახებ ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია სოპოზიციის წევრმა, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, თუ არ გამოდის ოპოზიციის შეთანხმება ერთიან კანდიდატზე, მაშინ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უნდა დააყენოს საერთო კანდიდატი. არის ორი-სამი პერსონის ვარიანტი: მერი, პირველი ვიცე-მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. ვნახოთ, რაღაცები ვიცი, მაგრამ წინასწარ თქმა არ მინდა. არ არის დიდი საიდუმლოება, მაგრამ ჯერ დამუშავების პროცესში ვართ და უახლოეს დღეებში გავიგებთ“, – აცხადებს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს ,რომ მერის არჩევბებს ოპოზიცია მოიგებს.

„ისე არ უნდა იყოს, რომ მხოლოდ თბილისში ვიომოთ და დანარჩენ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ თუ ჩვენ, ზოგადად ოპოზიცია მოვიგებთ თბილისის მერის არჩევნებს და თბილისს წავართმევთ „ქართულ ოცნებას“, 43%-იანი ბარიერიც რომ ვერ დავძლიოთ, მომავალი წელს რიგგარეშე არჩევნები ყველა ვარიანტში იქნება. თბილისში ხელისუფლების დამარცხება ნიშნავს უკვე „ქართული ოცნების“ განადგურებას, გაბზარვას, მორალურად ჩამოშლას“, – აცხადებს სანიკიძე.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სიმპათიებს გამოხატავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ.

„ეს საკმაოდ სერიოზულად აშფოთებს „ქართულ ოცნებას“ და სხვათა შორის

გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე აცხადებს,რომ ბიძინა თავის დანაქადნებს ასრულებს.

ის ეპისტოლე, რომელიც მან გამოგზავნა, იყო „გემზე ამბოხების“ ჩასახშობად, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ იმ ნაწილმა, რომელიც გახარიას არ გაყვა, გაიხსენა ბიძინას დანაქადნები, როცა თქვა, ნამდვილ ოპოზიციას შევუწყობ ხელსო. ჩათვალეს, რომ ამას აკეთებს. მითუმეტეს, გახარიამ ბიძინაზე კრინტი არ დაძრა და იფიქრეს, რომ გაყიდულები ვართო“,- განაცხადა სანიკიძემ.

რაც შეეხება გახარიას ოპოზიციის ხელოვნურობას სანიკიძე აცხადებს.

„არ მგონია, რომ ხელოვნური იყოს, შეიძლება იდეაში ასეა, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ ხელისუფლებისგან „გამოჩეკილი“ და მართული ოპოზიციაც შეიძლება იყოს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...