ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენებიდან: „მირზა სუბელიანი მირეკავდა, აპლიკაციით, 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში, დაბნეული, მერჩია რა გაეკეთებინა…ვუთხარი – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას…“

თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენებიდან: „მირზა სუბელიანი მირეკავდა, აპლიკაციით, 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში, დაბნეული, მერჩია რა გაეკეთებინა…ვუთხარი – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას…“

თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის ინფორმაციით, 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან კაბინეტში პირადად მივიდა და რჩევა ჰკითხა, თუ რა გაეკეთებინა.

ოგორც შაყულაშვილმა პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, მირზა სუბელიანთან მისი ურთიერთობა იმ დრომდე მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. 

ურთიერთობა მქონდა გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. რაც შეეხება 1-ელი დეკემბრის შემდგომ ურთიერთობას, როცა ამ ფაქტის შესახებ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. აპლიკაციით მირეკავდა. მითხრა, რომ მირზა იყო და ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული. მან კი საპასუხოდ მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა. ვიგრძენი, რომ ინფორმაცია ჰქონდა და დავიბარე, რომ სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო. დავსვი მაგიდასთან და ვკითხე რა მოხდა. სუბელიანი კი მპასუხობს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა. მეუბნება, რომ მისმა შვილმა ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ წამოიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე და მოხდა უბედურება. ეს იყო ზოგადი მონახაზი. სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები – მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა მე არ ვიციო. ვხდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მირზა სუბელიანს მისთვის აღარაფერი უთქვამს, გავიდა ოთახიდან და დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა.

“ავიღე ყურმილი და 16:45 საათზე მთავარ პროკურორს შევატყობინე მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ და მოვუყევი სუბელიანის მონაყოლის შინაარსი. ასევე კურატორ მოადგილეს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე. დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, გიორგი გაბოძეს, რომ გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ყოფილი პროკურორის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილი მიხეილ შაყულაშვილის შვილის კლასელი და მეგობარი იყო.

 

 

 

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com