ახალი ამბები
Home / Uncategorized / თბილისის მერობის კანდიდატ რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს ბიძინა ივანიშვილის გაცნობა სურს

თბილისის მერობის კანდიდატ რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს ბიძინა ივანიშვილის გაცნობა სურს

საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ მონაწილეობს.თბილისის მერობის ამ კანდიდატს,უნდა მიეღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში!თბილისის მერობის კანდიდატინიგერიელი მეფე რიჩარდ ოგბუნუჯუ, პირველად ნანუკას შოუში გამოჩნდა. ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ,

 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იქნება. იგი პროფესიით თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. კარგად ფლობს ქართულ ენას.

საქართველოში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურა პარტიის – “ჩვენი გაერთიანებული საქართველოს” სახელით წარუდგინა. კენჭისყრის შედეგად გამოიკვეთა, რომ “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 23-ე ნომრით იქნება წარდგენილი.

რიჩარდ ოგბუნუჯუ საქართველოში დიდი ხნის წინ, ტურისტად ჩამოვიდა და როგორც თვითონ აღნიშნავს, ადგილობრივების განცობის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა. მას ქართველი მეუღლე ხათუნა და სამი შვილი ჰყავს.

თბილისის მერობის კანდიდატმა, 2011 წლის 2 დეკემბერს შპს WISDOM GATE დააფუძნა, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

2013 წლის 13 მარტს OHANEZE NDI IGBO- ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი გახდა.

ასევე, ის არის 2017 წლის 3 ნოემბერს დაფუძნებული “ნიგერიის დიასპორა, ევროპა-საქართველოს“ დირექტორი.

Wisdom Gate Agency მომავალ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცხოვრობენ, მათთან თანამშრომლობის ფარგლებში სასურველ უნივერსიტეტებთან დაკავშირებაში და ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. Wisdom gate agency საქართველოში, უკრაინაში, თურქეთში, კვიპროსში, რუსეთში და ბელარუსში ოპერირებს.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე რიჩარდმა უამრავი მეგობარი გაიჩინა, მათ შორის, როგორც ჟურნალში “გზა“ 2013 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნავს, ცნობილი სახეებიც.

ბევრი ცნობილი ქართველი მეგობარი მყავს. მაგალითად, ვახტანგ რჩეულიშვილი, გუჯა ჯამბურია, ლელა წურწუმია, დათო ილურიძე. ნინო ბურჯანაძესაც ვიცნობ – მოქალაქეობა იმ დროს მივიღე, როცა ის პირველი პირის მოვალეობას ასრულებდა. ვიცნობ ასევე ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის. ბიძინა ივანიშვილის გაცნობაც მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე.“ – აცხადებდა რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ გამოცემასთან.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...