„საღამო მშვიდობის. ახლა ვიმყოფები ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე და ძალიან სასიამოვნო გარემოა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, ადამიანებთან, ვისთანაც 10 წლის განმავლობაში, თუ რაიმე წარმატებას შეიძლება მიგვეღწია, ყველაფერი მოვიგეთ, ნამდვილად მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეორე სახლში დავბრუნებულიყავი, „სან სიროზე“, ქალაქ მილანში, სადაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები არიან შეკრებილები და ცოტა ხანში დაიწყება ეს შეხვედრა“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, „მილანის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის.

„ნამდვილად ძალიან სასიამოვნო გარემოა და მგონია, რომ ფეხბურთის თამაშიც იქნება ძალიან საინტერესო. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი უყურებს ჩვენს ამ ჩართვას მილანიდან. მინდა, ყველას მივესალმო და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც თითოეული თქვენგანი იჩენდით, როდესაც მე მილანის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ძალიან ვაფასებ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დღეს სან-სიროს სტადიონზე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩი იმართება. მატჩში 40-მდე მიწვეული ფეხბურთელი მონაწილეობს, მათ შორის თბილისის მერი კახა კალაძეც.