ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თანამოსაკნედ კოღო მყავს , რომელსაც ბიძინა დავარქვი-კი მკბენს და მწოვს სისხლს,მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება“ -ირაკლი ოქრუაშვილი

„თანამოსაკნედ კოღო მყავს , რომელსაც ბიძინა დავარქვი-კი მკბენს და მწოვს სისხლს,მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება“ -ირაკლი ოქრუაშვილი

მატროსოვის ციხეშია მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის საკუთარ  ფეისბუქგვერდზე წერს:
ირაკლი ოქრუაშვილი-ის პოსი 

1 სთ

დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა. 
თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი , მაგრამ მალევე გადავიფიქრე. -მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ მეთქი გავიფიქრე.
ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები , რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი.
სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი,აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი ,როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა , რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს , როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას. 
თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი . საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს ,ვაგინებ და აშკარად ესმის . 
როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის , ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე ,ზუსტად იმხელა აქვს , რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის.
ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0,0000005 -იან თავში რამე შევიდეს,
კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება .
როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ,საარჩევნო უბნები რომ დაიკეტება ,ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“.
P.S რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი .თუ მაინც მიჭერდი შე დედამო….ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი ,კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com