ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თამარ ჩუგოშვილი – თუ შსს-ს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება დადგინდება, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას აიღებს

თამარ ჩუგოშვილი – თუ შსს-ს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება დადგინდება, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას აიღებს

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია, ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, თუკი, შსს-ს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ან არაპროპორციული ძალის გამოყენება დადგინდება, გიორგი გახარიაპასუხისმგებლობას აიღებს.

“ჩვენი გუნდის პოზიცია მე მგონი, საკმაოდ გასაგებია. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია. ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე ფუნდამენტურ ცვლილელბას საარჩევნო სისტემის. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მგონი, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და გამთენიისას თბილისის სხვადასხვა წერტილებში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება და იქნება მკაცრი. ასევე, გამოძიება მოხდება შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევებისა. გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია. მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდება და თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს, ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ან არაპროპორციული ძალის გამოყენების. ამაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს, თუმცა, მანამდე ეს უნდა დადასტურდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com