ახალი ამბები
Home / ანალიზი / თამაზ ჭეიშვილი: ქართველებო,ნუ გადავიქცევით რუსეთის,ამერიკის,თურქეთის … ,,უნებლიე ჯარისკაცებად“,!

თამაზ ჭეიშვილი: ქართველებო,ნუ გადავიქცევით რუსეთის,ამერიკის,თურქეთის … ,,უნებლიე ჯარისკაცებად“,!

ქართველებო,ნუ გადავიქცევით რუსეთის,ამერიკის,თურქეთის … ,,უნებლიე ჯარისკაცებად,,!
___________________________________________________

,,1991 წლის 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა ,,დსთ,,,! მხოლოდ საქართველომ თქვა უარი ,,დსთ,,- ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ისე, რომ არც კი იცოდნენ, რუსეთის ჯარისკაცებად იქცნენ.

ნემო ბურჭულაძე,,

______

ამ სამარცხვინო ომს,წინ უძღვოდა,მიტინგები,საპროტესტო აქციები,საპროტესტო მარშები…დაახლოებით დღევანდელი სიტუაცია იყო.
1991 წლის 22 დეკემბრის დილით კი,პარლამენტის წინ გავარდა პირველი ტყვია…

ათარბეგოვის(დღევანდელი,ძმები ზუბლაშვილების ქუჩის) 11 ნომერში ცხოვრობდნე ჩემი დეიდა და დეიდაშვილები.ეს სახლი ძალიან ახლოს იყო პარლამენტთთან. ისროდნენ ნებისმიერი სისტემის და ,,კალიბრის,, იარაღიდან,საარტილერიო დანადგარებიდანაც კი!როგორ ფიქრობთ,ვინ მისცა სიგუას და კიტოვანს,საარტილერი დანადგარები,ტანკებიი,,ბეტეერები,,?…
მე არც ერთ მხარეს არ ვიბრძოდი,მაშინ ჟურნალისტი ვიყავი და ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ობიექტურად გამეშუქებინა,,ომი, ლაღიძს და ბორჯომის წყლებთან,,!
იქ,ათარბეგოვის ქუჩის 11 ნომერში,პარლამენტთან სულ ახლოს,სახლში ჩარჩნენ და ,,ფრონტის ხაზიდან,, გამოსვლა ვერ მოახერხეს, ჩემმა ნათესავებმა,დეიდამ,დეიდაშვილებმა(ცოლშვილით).ოპოზიციამ,მთელ იმ არემარეს გამოურთო ელექტროენერგია,გაზი დ, წყალი.იმ ტყვიების ზუზუნში, პერიოდულად, შემქონდა ნათესავებისთვის, წყალი,საჭმელი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ის სამოქალაქო ომიც! ვნახე როგორ იმეტებდნენ სასიკვდილოდ ერთმანეთს ქართველები… . ღმერთმა ნუღარ მანახოს..და ნურც თქვენ განახოთ ეს საშინელება…
ყველაფერი,რაც ეხლა ხდება,თუნდაც ხვალინდელი ,,მარში,, სადაც ალბათ ორი რადიკალურად განსხვავებული ძალა ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება, ძალიან მაგონებს, დეკემბრის იმ შორეულ დღეებს…
ქართველებო,ნუ გადავიქცევით რუსეთის,ამერიკის,თურქეთის … ,,უნებლიე ჯარისკაცებად,,!

თამაზ ჭეიშვილი

 
 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com