ახალი ამბები
Home / Uncategorized / თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილზე:”ქართულო ოცნებავ”, დაადუმეთ ეს ქვეყნის და თქვენი ავტორიტეტის დამაქცევარი!“

თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილზე:”ქართულო ოცნებავ”, დაადუმეთ ეს ქვეყნის და თქვენი ავტორიტეტის დამაქცევარი!“

თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს პასუხობს:Tamaz Mechiauri-ის პოსტი 

p.s.უვაზელინოდ რომ უძვრება ყველას, ვისაც იურისტის დიპლომი აქვს, ვაითუ, პროკურორად დაამტკიცონო…
ვიდრე თავისი ცოლის ფირმიდან წყალსადენების მშენებლებზე ძალით შეტენილ მილებს არ გაარჭობენ, არ მოისვენებს.
p.p.s. “ქართულო ოცნებავ”, დაადუმეთ ეს ქვეყნის და თქვენი ავტორიტეტის დამაქცევარი!“

 ზაქარია ქუცნაშვილი  თამაზ მეჭიაურზე:

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაბა სიონის განვითარების პროექტის შეფერხებას თიანეთის მერ თამაზ მეჭიაურს უკავშირებს. 

როგორც ქუცნაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზის დაგება, ელექტროფიცირება და გაზიფიცირება მოესწრო, თუმცა თამაზ მეჭიაურის მერობის პირობებში არაფერი გაკეთებულა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში ერთხმიანი უპირატესობით გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც ჩვენთან არ თანამშრომლობს, სიონის სასარგებლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეიზღუდა. ამიტომ, მე გამიჭირდება გითხრათ, რა სიკეთეს შეიძლება ელოდეს ადგილობრივი მოსახლეობა. განვითარებას სჭირდება ცოდნა, ცოდნას სჭირდება სიყვარული და მონდომება. სამწუხაროდ, მე ვერც ერთს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გზების, მყარი ნარჩენების, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის პრობლემა მოაწესრიგა, თამაზ მეჭიაურს არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება ტურიზმის, საკურორტო ზონებისა, სასტუმროების განვითარებას, ქუცნაშვილის თქმით, ეს უკვე კერძო სექტორის საზრუნავია. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com