ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თამაზ ბაკურიძე: „რა ეტაპზეა ჩემი ძმის გაუჩინარების საქმის გამოძიება ჩვენთვის უცნობია, არის საკითხები რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს“…

თამაზ ბაკურიძე: „რა ეტაპზეა ჩემი ძმის გაუჩინარების საქმის გამოძიება ჩვენთვის უცნობია, არის საკითხები რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს“…

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მისი ძმის კობა ბაკურიძის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებას ეხება:

„ერთი წლის წინ, 3 ივლისს უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის ძმა გაუჩინარდა. კობა ბაკურიძე არაოფიციალური, დაუდასტურებელი ინფორმაციით ზღვაში დაიხრჩო, თუმცა რამდენიმედღიანი სამაშველო-სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ოჯახისწევრებს კობას ზღვაში დახრჩობის ვერიის არ ჯერად და დღემდე შესაბამისი ორგანოებიდან ითხოვენ მისი გაუჩინარების მიზეზების დადგენას. სათქმელია ისიც, რომ კობა ბაკურიძე არც პირველია და არც უკანასკნელი, რომლის გაუჩინარება დღემდე ბურუსითაა მოცული. რა ეტაპზეა გამოძიება კობა ბაკურიძის საქმის გამოძიება, როგორც მისი უფლებადამცველი ძმა აცხადებს, მათთვის უცნობია. ამასთან თამაზ ბაკურიძეს კითხვები აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებზეც პასუხებს ვერ ღებულობს.
-ზღვის მოყვარული იყო, პროფესიონალი მოცურავე. თითქმის ყოველ დღე ბულვარში ვარჯიშობდა. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ის წყალში დაიხრჩო, მით უფრო, იმ დღეს ზღვა მშვიდი იყო. არაერთი საჯარო თუ კერძო მიმართვის მიუხედავად, რა ეტაპზეა ჩემი ძმიგაუჩინარების საქმის გამოძიება ჩვენთვის უცნობია. არის საკითხები რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებს. უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულების პრობლემაც ბევრ ოჯახს აწუხებს. არაერთი ადამიანია გაუჩინარებული და სახელმწიფოს ოჯახებისთვის პასუხი არ აქვს, სად გაქრა ისინი. კობას შემთხვევაში გამოძიებას დრო გაყავს. და ერთ დღეს საქმეს დახურავს და დაკარგულად გამოაცხადებს, თუმცა, ჩვენ უფლება გვაქვს სიმართლე ვიცოდეთ. 
-მაინც რა კითხვები გაქვთ გამოძიებასთან?
შემთხვევა გასული წლის 3 ივლისს მოხდა. რატომ გაიგო ოჯახმა მისი გაუჩინარება მეორე დღეს, როცა უკვე ჩვენ დავიწყეთ ძებნა და არა იმავე ღამეს. მანქანა ანბანის კოშკის მიმდებარედ აღმოვაჩინეთ. საბუთები და ტელეფონიც მანქანაში იდო. მანქანის გასაღები მაშველების თქმით პოლიციას იმავე საღამოს გადასცეს. რატომ არ დაინტერესდა ავტომანქანის მფლობელის ვინაობით შესაბამისი ორგანო? გასაღებს ემბლემა ჰქონდა და ისეთი მარკის მანქანა იმ ღამით ალბათ ძალიან ცოტა თუ იქნებოდა ხსენებულ ტერიტორიაზე გაჩერებული. ამასთან, ჩვენ მოვითხოვეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, თუმცა მივიღეთ მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ჩანს – მანქანა ჩერდება და კობა გადმოდის. შემდეგ რა მოხდა, სად წავიდა ჩემი ძმა არ ვიცით. გვითხრეს, რომ არ არსებობს ჩანაწერი, რადგან ვიდეოთვალი სხვა პერიმეტრზე მწყობრიდანაა გამოსულიო. ამასთან, ძალოვანების განმარტებით, ბულვარში განთავსებული სათვალთვალო კამერები ბულვარის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მათ უფლება არ აქვთ ჩანაწერი მოგვაწოდონ. ბულვარის ადმინისტრაციაში საპირისპირო გვითხრეს, მართალია ჩვენს ტერიტორიაზეა კამერები, მაგრამ მას ძალოვანი სტრუქტურები აკონტროლებენო. პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ არ მოგვცეს ბულვარის ტერიტორიის ჩანაწერი. არ იყო ჩართულიო, გვეუბნებიან, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი პასუხების გამო, ვფიქრობთ, რომ სიმართლეს გვიმალავენ და არ უნდათ ჩანაწერი გვაჩვენონ. ამასთან, მაინტერესებს ისიც, იყო თუ არა გამოძიებაში ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
-რატომ უნდა ჩართულიყო სუს-ი გამოძიებაში?
-ბულვარის ტერიტორია კომუნისტების დროიდან მოყოლებული დღემდე განსაკუთრებულ ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი. ვგულისხმობ იმას, რომ ტერიტორია განსაკუთრებით ზაფხულში კონტროლდება, რადგან იქ სხვადასხვა ქვეყნის აგენტების შეხვედრის ადგილია. ამდენად, ბულვარში იმ დროისთვის ყველა ვარიანტში იქნებოდა დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი და ეცოდინება რა მოხდა რეალურად, ზღვაში შევიდა ჩემი ძმა თუ არა. ასევე, გვაინტერესებს, როცა მაშველები ამბობენ გაუჩინარებისთანავე გამოვაცხადეთ განგაში, ესეც ნაკლებსარწმუნოა. როგორ შეიძლება ჯანმრთელი და ამასთან პროფესიონალი მოცურავე უცებ დაიხრჩოს. როცა აკრძალულ ზონაში გადის ადამიანი, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა. არსებობს თვითმხილველი, რომელმაც თქვა, რომ იმდენად პროფესიონალურად ცურავდა ახალგაზრდა მამაკაცი, ყურადღება მივაქციე. იგი შორს არ შესულა ზღვაში, დინების საწინააღმდეგოდ გაცურა „შერატონის“ მიმართულებითო. ვინც კობას იცნობდა, ყველა ამბობს, რომ მას დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ჩვეოდა. იმ დღესაც უკითხავს მაშველებისთვის დინაბა საით არისო. კიდევ არსებობს ორი თვითმხილველი, რომლებმაც ჩვენთან საუბარში თქვეს, რომ კობა „შერატინიდან“ ანბანის კოშკისკენ მიმავალი დაინახეს შორტებით, მაისურის გარეშე. ფეხსაცმელი, რომელიც სანაპიროზე აღმოჩნდა, არ იყო ჩემი ძმის, სავარაუდოდ ვიღაცამ კობას ფეხსაცმელი ჩაიცვა და თავისი იქვე დატოვა. როცა თვითმხილველების დაკითხვა მოვითხოვეთ, იმ ადამიანებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, შეგვეშალა, კობა სხვა დღეს დავიახეთო. იმ „სხვა დღეს“ კი კობა ბულვარში არ ყოფილა. ჩემი ძმა წლების განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებას იცავდა. შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ინფორმაციის მატარებელი იყო, რაც ჩვენ არ ვიცით. ასეც რომ იყოს, ბევრი გვყავს ინფორმაციის მატარებელი ადამიანი, გამოდის რომ მათი უსაფრთხოება დაცული არაა? 
-ბატონო თამაზ, არაერთისგან მსნენია და ალბათ თქვენაც, რომ კობამ საქართველო დატოვა.
-მსმენია, ბუნებრივია, თუმცა სიცრუეა. თავის დროზე ესეც დავუშვით და ყველაფერი გადავამოწმეთ. კობა ვერ დატოვებდა საზღვარს, რადგან პირადობის დამადასტურებელი საბუთები მანქანაში დაგვხვდა. ზოგმა ისიც თქვა, რომ კობას გაუჩინარება მის ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებაო. მას არასოდეს ქონია არც ბიზნესი და არც ვალი. ეს ვერსიაც გამორიცხულია.
-გამორიცხული არაფერია. მესმის რომ ძნელია, თუმცა რატომ არ უშვებთ რომ თქვენი ძმა ზღვამ იმსხვერპლა?
-სად წავიდა თუ დაიხრჩო? ყველა ზღვაში დამხრჩვალი ნაპოვნია, ან ზღვამ გამორიყა, ან მაშველებმა იპოვეს და მაინცდამაინც ჩემი ძმა ჩაყლაპა წყალმა? სულ ახლახან, ბათუმში, ზღვის ყველაზე საშიშ მონაკვეთში „პიშევიკებთან“ 24 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო და იპოვეს. დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებ. თუ ჩემი ძმა დაიხრჩო, რასასც არაოფიციალურად ამბობენ, რატომ ვერ იპოვეს ცხედარი? კობას გაუჩინარების შემდეგ არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, საქართველო ტურისტული ქვეყანაა და სამწუხაროდ არ გვაქვს რობოტები, რომელთა საშუალებითაც წყლის სიღრმეში ძებნაა შესაძლებელი. რობოტები წყლის ზედაპირიდან იმართება და მათი ღირებულებაც არ არის კატასტროფული, შეძენა რომ ვერ შევძლოთ. მილიონობით თანხას ხარჯავენ ტურისტების მოსაზიდად და ამ დროს, უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, ვიზიტორის პოვნის შანსი ნულის ტოლფასია. დაუშვათ, უცხოეთიდან ცნობილი პიროვნება ჩამოვიდა და ზღვაში დაიხრჩო, თუ ვერ იპოვიან ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არ იქნება? 
-ამბობთ, რომ თქვენი ძმა შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო. მისი გატაცების ვერსიას გამორიცხავთ ?
-ვერ გეტყვი გაიტაცეს, გადამალეს, ცოცხალია და ვიღაცას იგი იზოლირებული სჭირდება. კითხვებზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხები.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com