ახალი ამბები
Home / Uncategorized / „თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს“ ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა

„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს“ ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა

„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლების წარმომადგენელს“ ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ნაიმი „ტვიტერზე“ წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე „ორივე ქვეყანასთან“ დაკავშირებული საკითხები, რეგიონული უსაფრთხოება და ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილეს.

რაც შეეხება ალექსეი მაქსიმოვს, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ცხინვალში მოსკოვიდან მიიწვიეს და რუსეთში „სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად“ დანიშნეს.

ცნობისათვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „დეპუატმა“ დავით სანაკოევმა აგვისტოში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ მხრიდან „თალიბანის“ აღიარებას არ გამორიცხავს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...