ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თათია დოლიძე: მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე

თათია დოლიძე: მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე

ამ ფონზე ცოტა უცნაურია თათია დოლიძის, რბილად რომ ვთქვათ არადიპოლომატიური განცხადება:
„ჩემი და ტიმურ სურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე. სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე. რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “team of trust”. ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული. იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს – უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს“, – წერს დოლიძე.
 გთავაზობთ ტიმურ სურბატის კომენტარს  თარგმანის გარეშე:
Timur Tskhurbati 12 მარტი · Американка- собирается выходить замуж в Цхинвал и никаких эксцессов. Помнится в Северной Осетии индианку чероки выдворили за пределы страны – хотя она была невестой осетина. Независимость – есть реальная власть,- народа страны!

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com