ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება,თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ“-ნიკა მელია

„თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება,თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ“-ნიკა მელია

ნიკა მელიას წერილი საპატიმროდან 🇬🇪„ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მივმართავ მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება! თავისუფლებით არ ვაჭრობენ! თავისუფლება უნდა მოიპოვო! დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება. მაგრამ არასდროს, არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყველა კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით. ისევ მხოლოდ ერთიანობით, მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოში თავისუფალი ხალხი. სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ!დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლების ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, თავისუფლება 40 ათასი ლარი არ ღირს. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს სანდროსთვის პასუხი, თუ რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე აქედან, სწორედ ხვალინდელი დღისა და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი. ვარ მართალი, ვარ მხნე.ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ, რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთსია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად! გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს ნიკა მელია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...