ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის

31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, შემუშავდეს და განხორციელდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და პოპულარიზაციის ღონისძიებები (სემინარები, ლექციები, პრეზენტაციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები და სხვა.)

 

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით აკადემიური და გამოყენებითი კვლევების პოპულარიზაციას, საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის თაობაზე მეტ კომუნიკაციას საჯარო მოხელეებსა და აკადემიურ საზოგადოებას შორის. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com