ახალი ამბები
Home / Uncategorized / ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ-ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ცრემლები

ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ-ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ცრემლები

„ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!“ – ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ცრემლები

21 წლის ქართველი ძიუდოსტი ლაშა ბექაური (90 კგ.) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მხრის ტრამვის შემდეგ ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა შეუძლებელი შეძლო და ძიუდოისტი ერთ თვეზე მოარჩინა.

„90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ „საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია” საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის აცრემლებულ ფოტოს აქვეყნებს და ამაღელვებულ ტექსტს ურთავს:

ზურაბ კახაბრიშვილი ლაშა ბექაურის ფინალში გასვლის შემდეგ!„ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშას უმძიმეს ტრავმას მოჰყვა!“მთავარმა ექიმმა პირობა დადო, რომ ის ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდა!ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე!„მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!”დღეს უკვე ოლიმიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობისას მიიღო, თუმცა ოლიმპიადამდე მოკლე დროში სპორტსმენის ჩვეულ ფორმაში შესვლა მოხერხდა.ჩვენი ექიმი ყურადღების ცენტრში დღეს სხვა მხრივაც მოექცა – როცა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა, მის საშველად ქართველი ექიმი უსწრაფესად გაჩნდა.ზურაბ კახაბრიშვილის სიხარულის ცრემლები და ოლიმპიადა დაახლოებით 20 წელია ჩვენს განუყოფელ ნაწილად იქცა…პ.ს. ღმერთმა კარგად ამყოფოს, სიკეთე და სიხარული ულევი ჰქონდეს, დიდი პროფესიონალი და დიდებული ადამიანია ჩვენი ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი.

წერს მაია მაია კაიძე სოციალურ ქსელში

„ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დღეს ტატამზე გაითიშა მასთან ესპანელ ექიმებზე ადრე ჩვენი ნაკრების ექიმი მივიდა და უცებ შეძლო მისი გონზე მოყვანა!უდიდესი პატივისცემა ზურა კახაბრიშვილს! სადაც არ უნდა ვიყოთ , რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთმანეთი გაჭირვებაში არასდრის არ უნდა მივატოვით, ჩვენ ხომ ისედაც ასე ცოტანი ვართ, ჩვენხომ ერთი სამშობლოს შვილებივართ, ბრავო ბატონო ზურაბ, თქვენ აჩვენეთ მაგალითი , როგორ უნდა იქცეოდეს ქართველი კაცი !!!

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...