ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა

ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.”რეფორმირების ცენტრის”ხელმძღვანელს თავდაპირველად გირაო ჰქონდა შეფარდებული. დღეს ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემლობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზ.კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა” -ნათქვამის პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზვიად კუპრავას გირაო სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო ჰქონდა წაყენებული, 19 თებერვალს კი უფლებადამცველი ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის გამო ძალადობის მუხლით ახალი ბრალი წარუდგინეს.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com