ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზვიად კვირიკაძე: „მთავარ პროკურორს ვთხოვთ კრიმინალ მამუკა ვასაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და მის მიერ გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიების დაიწყებას“

ზვიად კვირიკაძე: „მთავარ პროკურორს ვთხოვთ კრიმინალ მამუკა ვასაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და მის მიერ გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიების დაიწყებას“

უფლებადამცველი ზვიად კვირიკაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე კრიმინალია, დამნაშავე პირია. კატეგორიულად მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადაყენებასა და გამოძიების დაწყებას, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის (მიხეილ სააკაშვილის დროიდან როცა ის ქ. თბილისის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო იქედან დღემდე) შესასწავლად!

2014 წლიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა არ თანამშრომლობს ჩვენთან პრინციპულად და ეწევიან, ჩადიან დანაშაულებრივ ქმედებებს, რაზეც არაერთხელ მივმართეთ წერილობით და მოვითხოვეთ მთავარ პროკურორთან და მის პირველ მოადგილესთან შეხვედრა მაღალჩინოსანი პროკურორების მიერ მთელი რიგი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტებზე სასაუბროდ და ამის დამადასტურებე

ლი ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების, საბუთების გადასაცემად რომელზეც ნაცვლად იმისა რომ მოეხდინათ სამართლებრივი და სწრაფი რეაგირება, მათ 2016 წლის მაისში შემოიჭრნენ ორგანიზაციის ოფისში სრულიად უკანონოდ და მოახდინეს ჩემი დაკავება ს.ს.კ-ის ჯერ 236 თუმცა იქვე მიხვდნენ რომ ამის ჩემთვის დამტკიცება შეუძლებელი იყო და150 მუხლით “იძულება” დამაკავეს. მიუხედავად იმისა რომ დღემდე ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, მე პარალელურ რეჟიმში მაინც ვაგრძელებ ჩემს იურიდიულ, სამართლებრივ საქმიანობას და ვიცავ სხვათა უფლებებს. რამოდენიმე დღის წინ მე მათ და ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს ელექტრონულად გადაუგზავნე ახალი დანაშაულების შესახებ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის შესახებ და მოვითხოვე ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა რასაც რეაგირება ჯერ არ მოყოლია.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ჩემი და ჩემი ორგანიზაციის საქმიანობის დაბლოკვასა და შეზღუდვას, უკანონო დევნას ეწევა საქართველოს მთავარი პროკურორის ე.წ. პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე რამოდენიმე კრიმინალ პროკურორთან ერთად რის გამოც შესაძლოა ჩემი ოჯახის წევრებისათვის ა.შ.შ-ს მივმართო თავშესაფრის მიცემის თხოვნით.
მასთანავე,  მთავარ პროკურორს ვთხოვთ კრიმინალ მამუკა ვასაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და მის მიერ გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასა და დაკავებას წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას კრიმინალი მაღალჩინოსნის ბრალის საჯაროდ დასამტკიცებლად საქმიანობაზე ჩამოშაშორებლად და დასაკავებლად არსებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
პატივისცემით, “საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი”-ს თავმჯდომარე ზვიად კვირიკაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რიგები და წიოკი 48 მაისურის გამო -სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო მაისური (ვიდეო)

მშიერმუცელა მონებო!სალომეს ტრიკო დაიხურეთ თავზე! Posted by ნაციონალების ფეისკლუბი on ორშაბათი, 22 ოქტომბერი, 2018 Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com