ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზვიად კვირიკაძე: „იცით დაკავებულს რას ეუბნებიან? ნეტა მალე მოვიდეს სააკაშვილის დრო და განახებთ რას გიზამთო-“ გამოფხიზლდიიით და ნუ ხართ ოცნებებში ისევ თორემ აგერ მოგადგათ კარებზე ნაციონალი ჯალათები“

ზვიად კვირიკაძე: „იცით დაკავებულს რას ეუბნებიან? ნეტა მალე მოვიდეს სააკაშვილის დრო და განახებთ რას გიზამთო-“ გამოფხიზლდიიით და ნუ ხართ ოცნებებში ისევ თორემ აგერ მოგადგათ კარებზე ნაციონალი ჯალათები“

„თქვენ ვინც ოცნების და 48–ის მხარდამჭერები ხართ (ავტომატურად, და მაშასადამე ნაციონალების, 5 ნომრის) რომელმაც მოძალადე ნაციონალების მიმართ არანაირი სამართლებრივი ზომები რომ არ გაატარა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისთვის და ამ დროს ჩვენ გვიკიჟინებთ რომ ნაციონალები მოძალადეები არიანო და გლეხს ეუბნებით არ დაუშვათო. და რას აკეთებდა აქამდე ან დღეს ოცნებააა? თქვენ იცით მე რისთვის მიჭერს პროკურატურაა? ნაციონალი პროკურორები დაიჭირეთ მეთქი, ფაქტებიც მქონდა და მაქვს მათ დანაშაულობებზე და ოცნებამ განთავისუფლების და დაპატიმრების ნაცვლად, ისინი დააწინაურა. ქვეყნის პროკურატურას მართავს კაცი (პირველ მოადგილეს მამუკა ვასაძეს ვგულისხმობ) რომელიც სააკაშვილის დროს თბილისის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო და მისი დანაშაულობების შიშით თვითონ დაწერა განცხადება და წავიდა სამსახურიდან, 6 თვეში ოცნებამ დაუძახა და უკან მოიყვანა უკეთეს პოზიციაზე საიდანაც ეხლაც აგულავებს ამ კრიმინალს და საკუთარ (ოცნების) მომხრეებს ამწარებინებს. თქვენ მართლა ოცნებებში ხართ გადავარდნილი და იღუპებიიით. დღეს ვიყავი პოლიციის ორ განყოფილებაში და , ამდენს კიაღარ ვწერდითოო, აჭარის პროკურატურაში იცით რას ეუბნებიაან? 5 წლიან პატიმრობაზე (10 წლიანი მუხლით ბრალდებულს) და 5000 ლარზე თუ არ მოაწერ ხელს, უფრო მეტს მოგცემთო, ჩვენთვის ეს არაფერია მალე მოვა სააკაშვილის დრო და 10–ს მოგისჯით და უფრო მეტსოო. ანუ ნატრობენ პროკურორები და პოლიცია სააკაშვილს და შესაბამისად ნაცებს აძლევენ ხმას. სად ბანაობთ. ეს მოიტანა და გააკეთა იმან რომ დაწინაურებული გყავთ (თუ ოცნებას ყავს) ნაციონალების მოტრფიალე პროკურორები და პოლიციელები და რას ელოდებით ამ ყიჟინით? ასე დაღუპავთ ქვეყანასა და ქართველ ერს.
სამართლებრივი გამოსავალია ამ ეტაპზე და ხალხმა უნდა მოვითხოვოთ, უნდა ვითხოვდეთ, ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების სასამართლო წესით ბათილად ცნობას და ახალი არჩევნების ჩატარებას (ისედაც ხომ ატარებენ მეორე ტურის სახით) კრიმინალი პარტიების, მათი მოკავშირეებისა და მათი კრიმინალი კანდიდატების გარეშე. სხვა მრავალი კანდიდატის მონაწილეობით რათა ხალხს, ამომრჩეველს ქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება, რაც ეხლა მოუსპეს ხალხს. ორი კანდიდატია და ორივე კრიმინალი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი რომელთაგან არცერთს არ გაუპროტესტებიათ სააკაშვილის პოლიტიკა მათი მინისტრობის დროს და არც გადამდგარან პროტესტის ნიშნად, გამოსახატად. ამას სთავაზობთ ხალხს და ესაა თავისუფალი არჩევანის უფლების უზრუნველყოფაა?
ხალხოოოო, ადამიანებოოოო. გამოფხიზლდიიით და ნუ ხართ ოცნებებში ისევ თორემ აგერ მოგადგათ კარებზე ნაციონალი ჯალათები. ნუ კონცენტრირდებით კრიმინალებისა და ოცნების პოლუსებზეე. არსებობენ ამ ქვეყანაში სხვა ინტელექტი ადამიანებიც და ხელისუფლება უნდა ვაიძულო გზა დაუთმოს და ხელი შეუწყოს ასეთი ადამიანების მოსვლას (თუნდაც მათი უსაფრთხოების მყარი გარანტიების მოპოვებით). ეს ხალხზეა და ხელისუფლებაზე დამოკიდებული. ვიაქტიუროთ.
უფალი ეწეოდეს ქართველ ერს, საქართველოს, როგორც ჩვენს უძველეს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის თითეულ მოქალაქეს. ამინ“
პატივისცემით, სიკეთით, სიმართლითა და ერთიანობის იმედით თქვენი ზვიად კვირიკაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com