ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /   ზვიად კვირიკაძე:„მოძრაობა “ჩვენ” სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა მხარდასაჭერად გამოვიდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სიკეთის, სიმართლის და ერთიანობის კავშირი შეუერთდა ” (ვიდეო)

  ზვიად კვირიკაძე:„მოძრაობა “ჩვენ” სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა მხარდასაჭერად გამოვიდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სიკეთის, სიმართლის და ერთიანობის კავშირი შეუერთდა ” (ვიდეო)

 

ორგანიზაცია „ჩვენ“  იპოთეკური სესხით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად  გამოდის.
მოგეხსენებათ,  ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, შესაბამისად საბანკო სამევახშეო სისტემით დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა ასიათას ცდება , უამრავი ადამიანი არის უსახლკაროდ დარჩენილი , ქუჩაში.
გვაქვს შემდეგი მოთხოვნები:
1. ხელისუფლებამ აღიაროს და გამოაცხადოს იპოთეკური კრიზისი ქვეყანაში.
2. გამოაცხადოს 2 წლიანი მორატორიუმი (უპირობო შეჩერება) გამოსახლებებზე.
3. შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, საიდანაც ჩვენი მოსახლეობა შეძლებს დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების აღებას უზრუნველყოფის გარეშე. (ჩავაყენოთ ფული ხალხის სამსახურში)
4. სასწრაფოდ შეიქმნას ფონდი, რომელიც შესაძლებელს გახდის კერძო მევახშეებისთვის ნასესხები თანხის ძირის გასტუმრებას რადგან, მევახშეობამ დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთს. ზემოთ ხსენებული ფონდიდან მოხდეს საშუალო და მცირე ბიზნესების დაფინანსება. ფონდის ხელმძღვანელად აირჩეს ჩვენ მიერ შერჩეული პიროვნება. მოცემული ფონდიდან მოხდეს უკვე უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა.
5. გამოძიებული იქნეს, ვისი ავტორობით და მხარდაჭერით შეიქმნა ეს მოსახლეობის გამანადგურებელი საბანკო-სამევახშეო კანონმდებლობა და პასუხი აგონ ამ პიროვნებებმა.
შემოგვიერთდით!
16დეკემბერს , გაიმართა საპროტესტო აქცია “გამოვტაცოთ ქვეყანა ბანკირებს”დაწყებულია ახალი მოძრაობა “ჩვენ”, რაც ნიშნავს თითეულმა ჩვენთაგანმა, თითეულმა ადამიანმა ჩვენ თვითონ, როგორც სახელმწიფოს, საქართველოსა და ხელისუფლების წყარომ, მოვითხოვოთ აქტიურად და დავამყაროთ ქვეყანაში სოციალურ-სამართლებრივი თანასწორობა.

 მოძრაობა “ჩვენ”-ს შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სიკეთის, სიმართლის და ერთიანობის კავშირი”, რომელსაც უფლებადამცველი ზვიად კვირიკაძე ხელმძღვანელობს:

„ჩვენ თვითონ ვაიძულოთ რომ ხალხს და ქვეყანას ემსახურონ და არა პირად კეთილდღეობას. ამაზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენ, თითეული ადამიანი და არუნდა გავექცეთ ამ პასუხისმგებლობას.

მოგიწოდებთ საქართველოს თითეულ მოქალაქეს, შემოუერთდეთ “მოძრაობა ჩვენ”-ს და აქტიურად ჩაერთოდ ყველა ყველა კუთხიდან, ყველა სამართლებრივი საშუალებებით და ამით ვუშველოთ ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გაჭირვებულ, ვიწრო და მოკლე მხედველობის ხელისუფლებას“-აცხადებს ზვიად კვირიკაძე.

მოძრაობა “ჩვენ”-ს შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სიკეთის, სიმართლის და ერთიანობის კავშირი”

Posted by რადიო საქართველოს ხმა Fm 107.9 on პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com