ჩვენ გვჯერა რომ ზვიად გამსახურდია დაკვეთით მოკლულია,პროკურატურა წელავს ამ გამოძიების დასრულებას და საბოლოო დასკვნის დადებას მარტივი მიზეზის გამო,ზვიად გამსახურდია მოკლულია იმ სისტემის მიერ ვინც დღესაც მართავს საქართველოს.ამის წინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციაში მუშაობენ ის პროფესიონალები რომელებიც მუშაობდნენ ზვიად გამსახურდიას დროსაც.ეს ერთგვარად იმის დასტურიცაა, რომ ვინც ზვიად გამსახურდია მოკლა დღესაც დღევანდელი სისტემის ნაწილია, რომელიც შეგნებულად მალავს მის მკვლელს,რათ მათ მიერ გამსახურდიას მკვლელობის საფუძველზე აწყობილი სისტემა არ ჩამოიშალოს.ჩვენ გვჯერა, რომ გამსახურდიას მკვლეოლობის დასრულება არ აწყობს არც ამერიკა- ევროპის სპეცსამსახურებს, არც რუსეთის და ამიტომ არის ეს საქმე შეჩერებული.საკმაოდ კარგად იციან ეს საქმე და უწყიან მკვლელებს თავის დამკვეთიანად!ვუერთდებით ამ პროტესტს და მიგვაჩნია ,რომ ზვიად გამსახურდიას მკველეობის გამოძიების დასრულება იქნება ლახვარი ჩვენი მტრისადმი და ფუნდამენტი საქართველოს მისგან განსათავისუფლებლად.მოვუწოდებთ ქვეყნის ყველა ეროვნულ კონსერვატორს ჩაებას ამ ბრძოლაში, ერთად ვაიძულოთ სისტემა დანაშაულის გამოსაძიებლად და დასკვნის დასადებად!
მთავარ პროკურატურთან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და ცოდნე გამსახურდიები შიმშილობენ, რომლებიც პირველი პრეზიდენტის მკლელობის საქმის გამოძიებას ითხოვენ.(იხ.ვიდეო)
მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...