ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ზეწოლა იყო ჩემზე…ღამით მოვიდნენ, დალუქეს საბუთები, ამოიღეს კომპიუტერი…ლაურა ღაჭავაზეც ხდებოდა ზეწოლა“…- ზვიად ქირია ადასტურებს, რომ მისი ქონების და ბაზრობის ხელში ჩაგდება ივანიშვილის ნათესავ უჩა მამაცაშვილს სურდა

„ზეწოლა იყო ჩემზე…ღამით მოვიდნენ, დალუქეს საბუთები, ამოიღეს კომპიუტერი…ლაურა ღაჭავაზეც ხდებოდა ზეწოლა“…- ზვიად ქირია ადასტურებს, რომ მისი ქონების და ბაზრობის ხელში ჩაგდება ივანიშვილის ნათესავ უჩა მამაცაშვილს სურდა

 

„ტერიტორიას პოლიცია იცავს. არავის უშვებენ. გუშინ ვერ მოხერხდა ექპერტიზის ჩატარება, რადგან დაკვამლიანება იყო და ის ადგილი წყლისგან იყო დასველებული.სავარაუდოდ, დღეს დასრულდება ექსპერტიზა.რა რაოდენობის ზარალია და რა რაოდენობის ფართი განადგურდა, ჩვენთვის ჯერ ცნობილი არ არის, რადგან შიგნით ჯერ ვერ შევდივართ.

რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს, რაც გუშინ მქონდა. როდესაც თქვენი კოლეგები მეკითხებოდნენ, გამოვრიცხავდი თუ არა დივერსიას, ვამბობდი,რომ არაფერს გამოვრიცხავ-მეთქი.

უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. სულ სხვა თემაა, რადგან ეს პირადად, მე მეხება. უჩა მამაცაშვილი მე ხანძრის მიზეზებთან არ დამიკავშირებია. ეს, უბრალოდ ვთქვი ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის სხვა შპს და სხვა ტერიტორიაზეა განლაგებული, მე იმის თაობაზე ვთქვი. გამიჯნულად ვსაუბრობდი, როგორც მეპატრონეზე ასევე, ჩემზე. არ ვიცი, ამ ბაზართან მიმართებით აქვს თუ არა რაიმე ინტერესი უჩა მამაცაშვილს. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ.

მკითხეს არის თუ არა ზეწოლა მეპატრონეზეო, მეპატრონეზე რა სახის ზეწოლაა, ეს მე ისე ვიცი, როგორც სხვებმა. არის მასზე ზეწოლა და ამას თვითონ მოგახსენებთ. ღაჭავა არ უკავშირებს პოლიტიკურ მოტივებს, თუმცა მე გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, თავად ამბობს, რომ ზეწოლა არ არისო?! ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამიტომ, თუ ვინ ახდენს ზეწოლას, მას უნდა ჰკითხოთ. დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. როცა ფინანსური პოლიციის რამდენიმე ოფიცერი რამდენიმე მაქანით ღამე მოდის, ლუქავენ საბუთებს, ამოიღებენ კომპიუტერს, ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯს, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ზეწოლა, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა“ – ამის შესახებ “ჩაინა ლილო სითის” დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაზრის  დირექტორ ზვიად ქირიას განცხადებით, თუ ვინ ახდენს ზეწოლას ღაჭავაზე , ეს არის საინტერესო..გარდა ამისა,  ქირიამ  დააკონკრეტა თუ რა კონტექსტში ახსენა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში  არაფორმალი მმართველი ბიძინა ივანშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი.

რაც შეხება  ლაურა ღაჭავასთან დაკავშირებით  თუ  რა ტიპის ზეწოლაზე ხდებოდა და ვინ ახდენდა ამ ზეწოლას,ზვიად ქირია ამბობს, რომ ეს არ იცის და ამის თაობაზე  ჟურნალისტებმა თავად ღაჭავას უნდა ჰკითხონ.

დღეს  ლაურა ღაჭავა ზვიად ქირიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლაურა ღაჭავა არ უნდა ეხსენებინდა, ამის  საჭიროება არ იყო:

„ზვიად ქირიამ მოულოდნელად თქვა ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას კიდევ ცალკე აქვს ბიზნესი, რომლის გამოც თავის პარტნიორებთან აქვს უსიამოვნება. წუხელ აქ ეს არ იყო სათქმელი, როცა ცეცხლი მეკიდა. როცა მოვა, შენიშვნას მივცემ. ასე აურია და ვერაფერი გავიგე. როგორ შეიძლება ასეთი რამ”, – განაცხადა ღაჭავამ.

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი დაახლოებით 22:00 საათზე გუშინ გაჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი დ უცნობია, ამის შესახებ ვერც  დაზარალებულები  საუბრობენ, რომლებსაც   სავაჭრო პროდუქციის უმეტესი ნაწილი დაეწვად. მისივე განმარტებით,  დამწვარი ტერიტორიის პერიმეტრზე მობილიზებული იყო  პოლიციც. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მარი მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გაიხსენეთ ბავშვები, რომელთაც მშობლიური ენის სასწავლად “დედა-ენის” წიგნებიც კი არ აქვთ “

  “დღეს ჩემი სოფლელი შემხვდა… მკითხა: თბილისში ხომარ მიდიხარ ამ დღეებში?… არ ვიცი შეიძლება წავიდე, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com