ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ,,ზედაზენი”-ის მხარდაჭერით ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა

,,ზედაზენი”-ის მხარდაჭერით ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა

 

 

 

ლუდსახარში ,,ზედაზენი”-ის მხარდაჭერით ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა.

საღამო ძველი ხევსურული წესით, სულის ცხენის დალოცვით დაიწყო რასაც ტრადიციულად დოღი მოჰყვა, დოღს კი ფოლკლორული კონცერტი, ჭაუხების  ველზე, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მომღერლების, მელექსეების, პოეტებისა და რელიგიური საგალობლების შემსრულებლები.

კონცერტის კულმინაცია  ორგანიზატორებს ბოლოსკენ ჰქონდათ შენახული – ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის  ძმადგაფიცვის უძველესი წესის ჩატარება, ეს წესი კავკასიაში ბოლო 50 წელია არ ჩატარებულა.

საღამოზე მისულ  სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ უგემრიელესი ლუდი ,,ზედაზენი და ლიმონათი.

კამპანია #გადავარჩინოთამღა,  ონლაინ სააგენტო „მთის ამბებმა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 2019 წლის 24 ივლისს დაიწყო, მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან.

სოფელში ამჟამად 20 -მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე  „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 15 აგვისტოს არხოტში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამღის რეაბილიტაციისთვის თანხა 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომელსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება.

#გადავარჩინოთამღა

#მთისამბები.გე

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com