ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ზედაზენი“- იდეალურზე უკეთესია“-ჰოლივუდის ვარსკვლავი, შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი „ზედაზენს“ სარეკლამო რგოლის გადაღებას სთავაზობს

„ ზედაზენი“- იდეალურზე უკეთესია“-ჰოლივუდის ვარსკვლავი, შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი „ზედაზენს“ სარეკლამო რგოლის გადაღებას სთავაზობს

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მოწვევით, საქართველოს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ცნობილი შვედი მსახიობი, დოლფ ლუნდგრენი  ეწვია. ქართველი  მაყურებელისთვის  დოლფ ლუნდგრენი ყველაზე მეტად მოკრივე ივან დრაგოს როლის („როკი IV“) შესრულებით არის ცნობილი.

დოლფ ლუნდგრენი ვიკინგების სამეფო ლუდის,   „რაგნარის“ ,სარეკლამო რგოლში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში საპატიო ადგილს იკავებს.

შვედი მსახიობის ვიზიტი საქართველოში სულ ოთხ დღეს გასტანს . საქმიანი ვიზიტის პარალელურად დოლფ ლუნდგრენი   ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსაც გაეცნობა.

„დოლფ ლუნდგრენი ჩვენი კომპანიის სარეკლამო საკომუნიკაციო გეგმაში მონაწილეობს. ეს მსახიობის პირველი ვიზიტია საქართველოში.  როდესაც მან ჩვენი სამეფო ლუდი „რაგნარი“ პირველად დააგემოვნა განაცხადა, რომ ის  „იდეალურზე უკეთესია“-, ამბობს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი.

მსახიობი უკვე იმყოფებოდა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა კომპანიაში მიმდინარე წარმოების  პროცესს ადგილზე  გაცნობოდა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  ლუდი  „რაგნარის“ სარეკლამო რგოლის გადაღება კომპანია „იდეა ფიქსს“ მიანდო . კომპანიას მასთან მუშაობის ხანგძლივი გამოცდილება აქვს.

რეკლამას  ფართო საზოგადოება  ივნისის ბოლომდე იხილავს.  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიაში“ იმედოვნებენ,  რომ „რაგნარისა“ და დოლფ ლუნდგრენის ერთობლივი პროექტი წარმატებული  აღმოჩნდება.

როგორც ცნობილია,   “რაგნარი“ ქართულ ბაზარზე დასამკვიდრებლად თავისი ლეგენდარული გემით 2018 წლის მარტში გამოჩნდა. ლუდი თავისი გემოვნური თვისებებით  ნამდვილ ვიკინგურ ხასიათს  ატარებს.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com