ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო, სს „ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში 2019 წლიდან შეუდგება

ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო, სს „ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში 2019 წლიდან შეუდგება

ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში 2019 წლიდან შეუდგება. ბიზნეს შეთანხმება უკვე გაფორმებულია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო დეტალების შეთანხმება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ China International Import Expo-ზე (CIIE) მოხდა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული 52 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო და ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს. CIIE-ს მიმდინარეობისას სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში მოღვაწე კომპანიებთან რამდენიმე მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2019 წელს კომპანიები რამდენიმე მილიონ ბოთლ ლუდს შეისყიდიან. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შანხაიში 5-10 ნოემბერს გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ქართული კომპანიებისათვის წარმატებულად აფასებს. სააგენტოს მონაცემებით, ჩინურ მხარესთან დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com