ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზალკანიანი გარეჯზე აცხადებს:„ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის არ უნდა მიეცეს“

ზალკანიანი გარეჯზე აცხადებს:„ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის არ უნდა მიეცეს“

 

 

„კომისიის საქმიანობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული. მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა შედგა, რომელსაც მოჰყვება შემდგომი შეხვედრა და ის თბილისში გაიმართება. კომისიას აქვს ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რომ მყისიერი რეაგირების საშუალებაა იქ მიმდინარე მოვლენებზე.

სწორედ კომისიის ფარგლებში იყო გარეჯში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხი დაყენებული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, აუცილებელია, რომ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს არავის.

იმის აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ სტატუს-კვო იცვლება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით გარეჯის შესახებ ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის მიეცეს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გადაარჩინე-პრემიერო, დაურეკე ანიტას!

“მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე” – პრემიერო, დაურეკე ანიტას! ანიტას პრემიერის დახმარება სჭირდება და ხმის მიწვდენას ცდილობს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com