ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პაატა ბურჭულაძე მივიდა

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პაატა ბურჭულაძე მივიდა

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მივიდა.

ბურჭულაძემ საზოგადოებას  ოუწოდა, რომ მივიდეს შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად.

„ყველა ადამიანი ვალდებულია, რომ მოვიდეს და მიუსამძიმროს ამ ადამიანს. როცა ეს ამბავი მოხდა, მე დავურეკე ტელეფონით და მივუსამძიმრე. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არამარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, ის ყოველდღე მივა პარლამენტის შენობასთან 5 წუთით მაინც.

„ყოველ დღე გამოვივლი და ამ ადამიანებთან ვიქნები 5 წუთით მაინც. ყველას მოვუწოდებ, მობრძანდით. არ არის აუცილებელი აქ მთელი ღამე გაათენოთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს დღეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com