ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზაზა სარალიძე: „ეს არის პირდაპირ ხელისუფლების „ნარატივი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განეიტრალება უნდათ-„მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რიან ჩემი შვილის მკვლელები …“

ზაზა სარალიძე: „ეს არის პირდაპირ ხელისუფლების „ნარატივი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განეიტრალება უნდათ-„მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რიან ჩემი შვილის მკვლელები …“

ზაზა სარალიძე ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  დროა, სუბელიანმა მისი შვილის მკვლელები დაასახელოს:

მირზა სუბელიანს, შემიძლია, ვურჩიო – ან საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს, რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ, არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო არიან მოკლულები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, – ამის შესახებ  ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა.

ის გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ კონკრეტული ადამიანებისგან ფული აიღო.ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი „დადგმულია“ იმ ჩანაწერების საპასუხოდ, რომელიც რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. სარალიძის თქმით, მირზა სუბელიანი კუთხეში არის მომწყვდეული ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან, რომელმაც აღარ იცის, რა თქვას.

„ჩემი აზრით, ეს ჩანაწერი გუშინ არის მომზადებული იმ ჩანაწერების გასაბათილებლად, რომელიც „რუსთავი 2“-ის მეშვეობით გავრცელდა. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების „ნარატივი“ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი განეიტრალება უნდათ. უნდათ, რომ ყურადღება ჩემზე გადმოიტანონ, ფულები აიღო ზაზა სარალიძემო და შეეშვან მირზა სუბელიანის მიერ ნათქვამს, რა საქმეებიც დაასახელა, არა მხოლოდ ჩემი შვილის საქმე, არამედ ფაქტობრივად, მთელი ხელისუფლება დანაშაულში ამხილა. რაც შეეხება ხელისუფლებასთან გარიგებას მისი ციხეში წასვლის მხრივ, ის ციხეში უნდა ჩამჯდარიყო და უნდა ჩამქრალიყო ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა. ხელისუფლება მაქსიმალურ კომპრომისზე წავიდა და მირზა სუბელიანს ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს“, – განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანმა რაც არ უნდა დააბრალოს, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ხელისუფლებას და ძალოვან უწყებას ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიძიონ ჩემი 39 წლის მოღვაწეობა, რა ფული მაქვს აღებული, რა ვალებში ვარ დღესაც. შეუძლიათ ეს ყველაფერი ნათელი გახადონ. მირზა სუბელიანს, პირდაპირ შემიძლია, ვურჩიო – საბოლოოდ მაინც მოეგოს გონს და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგას, აღიაროს რომ მიხეილ კალანდია და მღვდლის შვილი, რომლებიც გარეთ დათარეშობენ არიან ჩემი შვილის მკვლელები და მისი შვილის გამო იქნა მოკლულები ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი, თუ მირზა სუბელიანს უნდა გადაარჩინოს თავის შვილი იმ გაგებით, რომ მისი შვილის კისერზევე არის ეს მკვლელობა, რომელიც მას ადამიანად ვერანაირად ვერ აქცევს“, – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ბრალდებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ „სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან“ .

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

დარეჯან მეფარიშვილი:. „ სააკაშვილის შვილი „ჩერდაკში“ აღარ ცხოვრობს…? სააკაშვილს შევახსენებ რა თანხები გაფლანგა..“

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფლანგულ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com