ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ზაზა სარალიძემ შს სამინისტროს შენობა დატოვა, ის შეხვედრით კმაყოფილია

ზაზა სარალიძემ შს სამინისტროს შენობა დატოვა, ის შეხვედრით კმაყოფილია

ზაზა სარალიძემ შსს-ს შენობა დატოვა. ის შს მინისტრ გიორგი გახარიას მოადგილეს ადვოკატთან ერთად ხვდებოდა. უწყებაში ასევე იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

“სამწუხაროდ, მინისტრი არ ესწრებოდა შეხვედრას. მინისტრის მოადგილეს შევხვდი. შევთანხმდით, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. დაველოდოთ კვირის ბოლოს. ყველა მტკიცებულება გადავეცი, რაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არის. აქ აღარ გავჩერდები, წავალ სახლში. დავარწმუნე, რომ საკმარისი მტკიცებულებებია ბრალის წარსადგენად. კმაყოფილი ვარ შეხვედრით. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რომ ხელი არ შევუშალო გამოძიებას”, – განაცხადა სარალიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com