ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვჩხუბობდით და ტიროდა, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე“

„ვჩხუბობდით და ტიროდა, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე“

დღეს 87 წლის ასაკში ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა, ის ძალიან განიცდიდა შვილის გიორგი გაბუნიას პოლიტიკურ გამოხტომებს საჯარო სივრცეში და როგორც გიორგი გაბუნია აცხადებს 1 წელი არ ელაპარაკებოდა, ამანაც რომ არ გაჭრა ტიროდა.როგორც გაბუნია ამბობდა, დედა მის გადაცემებს აღარ უყურებდა და თუ ვინმე რამეს ეტყოდა ეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს, რადგან შეეჩვია, რომ მისი შვილი ასეთია.

ამის შესახებ თავად გიორგი გაბუნიამ ისაუბრა გასულ წელს საკუთარ გადაცემაში, დედასთან ურთიერთობაზე აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა:

„პირველად, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე ხელისუფლების მიმართ, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო. როდესაც მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით, ვიღაცები რეკავდნენ… ვჩხუბობდით. ერთხელ წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით. როცა ნახა ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო“ –ამბობს ტელეწამყვანი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე დაიბადა თბილისში 1933 წლის 14 აგვისტოს, 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი ქალთა სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა ბოლო კურსზე ყოფნის დროს სერგო ზაქარიაძის რჩევით თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.ჯულიეტა ვაშაყმაძის მეუღლე ტელერეჟისორი შალვა გაბუნიაა. წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი და დათა, ორივე ტელეინდუსტრიაშია დასაქმებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ ...