ახალი ამბები
Home / არჩევნები / „ვულოცავ მთელ საქართველოს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“-მამუკა ბახტაძე

„ვულოცავ მთელ საქართველოს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“-მამუკა ბახტაძე

 პრემიერი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს გამარჯვებას ულოცავს:

„ვულოცავ მთელ საქართველოს არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ამ დროისთვის არსებული ყველა წინასწარი მონაცემით და დათვლით პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისა და მხარდაჭერისთვის!

2018 წლის 28 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება“

 პრემიერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ყველა გამოწვევას გადალახავს ხელისუფლება და იზრუნებს ხალხზე:

„ახლა მუშაობის დროა და მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენ მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა გამოწვევა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!“-განაცხადა ბახტაძემ.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com