ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ევროკავშირი საქართველოს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროკავშირი საქართველოს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

ვროკავშირის საბჭომ მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, 10 ქვეყნისთვის საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

20 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო პაკეტის მოცულობა 3 მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარება უკავშირდება კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას.

აღნიშნული კრედიტიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხას – 1.2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს, მეორე ადგილზე ტუნისია – 600 მილიონით. დახმარება გამოეყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ორ ქვეყანას – საქართველოს – 150 მილიონი ევრო და მოლდოვას – 100 მილიონი ევრო. ამ პაკეტიდან თანხას მიიღებენ დასავლეთ ბალკანების ქვეყნები სერბეთის გარდა.

https://www.interpressnews.ge/

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ვინ ააგორა ცილისმწამებლური სკანდალი მეუფე გიორგი ჯამდელიანის წინააღმდეგ?- „გამოვათრევთ ბოკერიას და ვაგებინებთ საჯაროდ პასუხს“(ვიდეო)

Posted by Sandro Breg on ორშაბათი, 25 მაისი, 2020 „არასამთავროები ცდილობენ მეუფე გიორგი ჯანდელიანის წინააღმდეგ ...