„ვიწყებთ ტაქსების ლიცენზირებას, ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს, “-კახა კალაძე – GEOMEDIAPRESS.GE
ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვიწყებთ ტაქსების ლიცენზირებას, ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს, “-კახა კალაძე

„ვიწყებთ ტაქსების ლიცენზირებას, ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს, “-კახა კალაძე

როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, – განაცხადა კალაძემ. 

ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

პროვოკაცია თრუსოს ხეობაში

ახალი პროვოკაცია და საფრთხეები, რომელსაც საქართველო რუსეთიდან თრუსოს ხეობაში უნდა ელოდოს – დღეს დილას  ყაზბეგის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com