დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ზოლის ახლომდებარე სოფელ ატოცში იმყოფებოდა, მან განაცხადა, რომ გააძლიერებს უსაფრთხოებას საოკუპაციო ხაზზე:
„
როგორც მომავალი პრეზიდენტი, იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავიანთი არჩევანი, როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი და მე ვაჩვენებ როგორი მომავალი ექნება ამ ქვეყანას, როგორც პრეზიდენტი. აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ მდგომარეობამ მოითხოვა. მე აქ ვარ ჩამოსული, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე.
„მთავარია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
უნდა გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება, ამავე დროს ეს არ უნდა გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი, – ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში განაცხადა, სადაც გენერლებთან ერთად იმყოფებოდა