ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვის სურს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელში ჩაგდება? ინტერვიუ ბენო ჭელიძესთან (video)

ვის სურს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელში ჩაგდება? ინტერვიუ ბენო ჭელიძესთან (video)

 -უკვე რამდენიმე თვეა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ გაურკვეველი სიტუაციაა, ეს გაურკვევლობა კი განპირობებულია იმით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, შესაძლოა მალე  კერძო  კომპანიას  გადაეცეს. ამ შემთხვევაში მოიაზრება „ევექსის“ კლინიკა . ამას უკავშირდება სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს .  ტერიტორიაზე  ახლდაშენებული კორპუსის ექსპლოატაციაში გადაცემის შეჩერება… ამ დროს,  ფაქტობრივად კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. ვინაიდან საავადმყოფოს სტატუსი ჯერ კიდევ  არაა გარკვეული, ამიტომაც კორპუსისი გადაცემაც ფერხდება.

ინტერვიუ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული  დეპარტამენტის უფროს ბენო ჭელიძესთან

***

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს  ახალი კორპუსის აშენება  დაიგეგმა ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე.ეს არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელსაც  მთავარი საყრდენი საავადმყოფოს და ასევე კადრების სამჭედლოს ფუნქციაც უნდა შეესრულებინა.კარგად დაგეგმილი პროექის განხორცილება, რომელიც 2016 წლის მარდში დაიწყო და უნდა დამთავრებულიყო 2018 წლის მაისში. 

თავიდან ყველაფერი მშენებლობა გეგმის შესაბამისად მიმდინარეობდა. მშენებლობის დასრულებამდე ორი თვით  ადრე მშენებლობის ხელმძღვანელმა  ტელევიზიით განაცხადა, რომ მშენებლობა დასრულდებოდა მაისში, აღიჭურვებოდა ტექნიკით და საავადმყოფო დაიწყებდა ფუნქციონირებას.

   მშენებლობის დასრულებამდე  სამშენებლო კომპანია „სტადიონის“ხელმძღვანელი შეცვალეს, ახალმა ხელმძღვანელმა  კი მშენებლობა შეაჩერა, თითქოსდა სამშენებლო ნორმების დარღვევის მიზეზით, რომ  რაღაც არ იყო შესაბამისობაში.სწორედ ამ მიზეზით გადადეს მშენებლობის დასრულებაც. მშენებლობის შეჩერების  მიზეზი დღესაც გაურკვეველია. ნახევარ მილიონინიანი კომპანია „ოიკო“ ჯგუფის (რომელსაც უნდა გაეწია მშენებლობის  ზედამხედველობა ტექნიკურ პარამერებზე) ხელმძღვანელი  დღესაც ამტკიცებს,   რომ მშენებლობის ყველა პარამეტრი შესაბამისობაშია.

მოულოდნელად ჩაატარეს ტექნიკურ  ექსპერტიზა,   რომელშიც  საავადმყოფოს მთავარი ექიმი მალხაზ ხალვაშიც მონაწილეობდა, ის  ექიმად არ  უქნია ღმერთს და ექსპრტად როგორ ივარგებდა?…ასე ხელოვნური მიზეზებით გადადეს მშენებლობის დასრულება, შემდეგ კვლავ ახალი დირექტორი დანიშნეს, რომელმაც განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთხოება არ იყო შესაბამისობაში…ასე გადაიდო მშენებლობის დასრულება 2019 წლის დასაწყისისათვის , თუმცა კორპუსის მშენებლობა  დღემდე დაუსრულებელია.

 – ბატონო ბენო, რა ხდება რეალურად  ბათუმის რეპუბლიკური საავადმყოფოს  ირგვლივ?

-მოგეხსენებათ, კორპორაცია „ევექსი“, რომელიც სამედიცინო ბაზარზე  მონსტრი კომპანიაა, მას 78 სამედიცინო დაწესებულება   აქვს, მათ  შორის ბათუმის რეფერალური და ბავშვთა საავადმყოფოებიც,   გადაწყვიტა, რომ  არ სჭირდება  კონკურენტი.

  „ევექსის“ მმართველის  მამა საქართველოს ერთ დროს  ბანკის მმართველი ამირან გამყრელიძე, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა, მაშინ არ იყო სამთავრობო სტრუქტურებში ფეხმოდგული და ვერ დაბლოკეს  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყება, მაგრამ მოიფიქრეს    საავადმყოფოს  ხელში ჩაეგდების   მზაკვრული გეგმა.

 აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ  შემოგვაპარა, პირველი მიზეზი,  რომ ახალაშენებული  კორპუსის გაქირავება იყო საჭირო და მეორე  მიზეზი  გახლდათ საუნივერსიტეტო კლინიკად გადაკეთება.

2016 წლის  აგვისტოში(მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში,უნივერსიტეტთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც როგორ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დღეს მოქმედი კლინიკა, ასევე ახლადაშენებული კლინიკაც იქნებოდა  საუნივერსიტეტო კლინიკის  დასაყრდენი ბაზა.(საერთოდ „საუნივერსიტეტო კლინიკა“ ტერმინი არასწორია, ეს არის კლინიკა, სადაც სამკურნალო პროცედურებთან ერთად სწავლაც მიმდინარეობს)-ანუ ეს კლინიკა იქნება საუნივერსიტეტოც… ეს მიზეზი მინისტრის მიერ ყურით მორეულია, მეორე უფრო უარესი მიზეზი გამოიგონესმ  თითქოსდა ფული არ იყო ბიუჯეტში, მაშინ როცა აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტმა იმ წელს ( 2016 წელს) ვერ აითვისა და ასათვისებელი დარჩა 97 მილიონი ლარი- იმაზე ორჯერ ნაკლები თანხა, რაც სჭირდება  საავადმყოფოს ტექნიკით აღჭურვას…

-რა ინტერესები აქვს  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან   ჯანდაცვის სამინისტროს და არის თუ არა სახელისუფლებო ინტერესები?

-ინტერესებს რაც შეეხება,  გეტყვით, რომ  როგორც ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო  სიტყვიერად ამბობდა,  ჯანდაცვის სამინისტროს  კლინიკების მართვა გაუჭირდა. რადგანაც კერძო სავადმყოფოების 90 %-ია  ,  ამიტომ აუცილებელი იყო  კერძო სავადმყოფოების საპირწონე სახელმწიფო დაქვემდებარებაში ყოფი საავადყოფოს შენარჩუნება. სულ დარჩენილია 4 ასეთი   კატეგორიის  საავადმყოფო: თბილისის,  საჩხერის, რუხის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები.

2 უკვე აღჭურვილია ახალი ტექნიკით,დარჩენილია მხოლოდ  ბათუმის და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოები, რომლის აღჭურვასაც   100 მილიონი ლარი  სჭირდება. 

-ეს თანხა  ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა?

-თანხა  ვერ კი არა,  არ გამოიძებნა,  რადგანაც  შარშანდელ ცენტრალურ  ბიუჯეტში ხაზინიდან  270 მილიონი აუთვისებელი დარჩა.ერთი ბრძანება იყო საჭირო, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელში ჩაგდება  „ევექსის“ ხელმძღვანელს, ჯანდაცვის   მინისტრის მოადგილის ამირან გამყრელიძის  შვილს სურს… სანამ ეს მთავრობა იქნება,  მანამდე  არ დათმობს, ის  გარიგებაშია შესული ხელისუფლებასთან , ის გარიგებულია დპირადად  ბატონ ბიძინა ივანიშვილთან…ამიტომაც ბლოკავენ ტექნიკისთვის ფულის გამოყოფას.

  • – ფიქრობთ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართ ივანიშვილის  ინტერესები იკვეთება?

– თავიდან არ ვფიქრობდი, თუ ასეთი მაშტაბური შეთქმულება და მართვის სტილი  იქნებოდა დღევანდელ ხელისუფლებაში არ მეგონა,ჩვენდა საუბედუროდ  საქართველოში  კლავ გრძელდება  ოლიგარქიულ- ოლიგოპონიური მმართველობა, რაც  წინა ხელისუფებაშიც იყო.

ბატონმა ბიძინამ იმის ნაცვლად, რომ დაეშალა ოლიგოპონიები და გაეტარებინა ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, გააგრძელა ოლიგოპონიური და ოლიგარქიული მართვა.საქართველოში 4 ჯერ მეტი ღირს წამლები, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოში.

 ალბათ გაინტერესებთ, რა ღირს საბაჟოზე შემოსული წამალი? პროფესორმა ვლადიმერ მახარაძემ რამდენიმე  სატელევიზიო გამოსვლის დროს მოიყვანა ფაქტები, რომ  საბაჟოზე 20 თეთრად შემოტანილი წამალი , 20 ლარად იყიდება- შედეგად, „ავერსის“, „პეესპეს“ და სხვათა  ოლიგოპონიური მმართველები  ფანტასტიურ მოგებებს  იდებენ ჯიბეში.

  • ეს მოგება ბიძინამდეც მიდის?
  • – არა მგონია,  შეიძლება მიდის, შეიძლება არა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ შეიძლება ოლიგოპონიური მართვა.ასეთ დროს საშუალო ფენა მცირდება და შემოსავლების პოლარიზება ხდება-არიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები, ამიტომ  ბატონ ბიძინას გაბოროტებულმა ხალხმა  არჩევნებში უარი უთხრა. მოსახლეობის 20% გაღარიბებულია და გამათხოვრებულია, 50 % ითხოვს ე.წ. მათხოვრის სტატუსს. ამიტომ იყო საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილმა  მილიარდნახევარი დახარჯა, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი გაეყვანა. მომავალში მას ეს თანხა არ ეყოფა, რადგან ხალხი იმ ფულით არ დაკმაყოფილდება და მეტს მოსთხოვს, მით უმეტეს პროპორციული არჩევნები იქნება…
  • -საავადმყოფოს თემას გადაუხვიეთ, ივანიშვილს ადანაშაულებთ  პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ?
  • დიახ, რადგან ვიონ მაიძულა, რადგან  ივანიშვილს  არ უნდა ჰყოლოდა ისეი მრჩევლები, რომლებიც ჩაკეილ საინფორმაციო სივრცეს შუქმნიდნენ. ამ წლის გაზაფხულზე საპროესო აქციის მონაწილეები  50 მანქანი ჩავედი  შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასან და ვიხოვდი  შეხვედრას.
  • ა ივანიშვილისვი
  •  ბიძინა ივანიშვილან 10 წუიანი შეხვედრა გვინდოდა, რომ გადაგვეცა  ჩვენი მოსაზრებები-  ოლიგოპონიური მმარველობა ქვეყნისვის დამღუპველია.ამის შემდეგ შიმშილობდი და ვიხოვდი ბიძინასან შეხვედრას, ვფიქრობდი, რომ მას არ მიაწოდეს  ობიექური ინფორმაცია და იქნებ ახლა შევძლებდი შეხვედრას, მაგრამ ამაოდ.სამწუხაროდ,  ჩვენთვის  ელევიზიებიც დაბლოკილია. ჩვენ მაფიოზურ ოლიგოპონიისკენ მიდრეკილი ხალხი ვარ, წინა ხელისუფლება ამისვის გადავაგდე, იგივე გრძელდება დღესაც, ჩვენმა მმარველმა ხელი არ უნდა შეუწყოს ამას, იმიომ მინდოდა ბიძინასან შეხვედრა…
  • -თქვენ რა ინტერესები გაქვთ ამ შემთხვევაში?
  • ჩემი ინტერესი ის არის,  კერძო კლინიკების გვერდით, არსებობდეს რომ ერთი საპირწონე საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობისთვის და ამ შემთხვევაში აჭარის მოსახლეობისათვის.
  • ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ექიმების ღირსეული სამუშაოც უნდა შექმნას, რომ არ მოხდეს ამ კლინიკიდან სხვა კლინიკებში მედპერსონალის გადინება და გაქცევა… მომსახურების დონე უნდა იყოს მაღალი,  რასაც თავადაც  აცხადებენ, მე მინდა ეს რეალურად გამხორციელდეს.
  • ეს გახლავთ ჩემი ინტერესი, სხვა არაფერი…
  • დასანანია, რომ  „ევექსის“ კლინიკასთან შეკრულია  და   მოღალატეობრივ-დანაშაულებრივ გარიგებაშია შესული აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მას ასევე ზურგს უმაგრებს და მისი ყურმოჭრილი მონა და დამქაში  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი მალხაზ ხალვაში.
  • რამდენჯერმე გამოვიწვიე  მალხაზ ხალვაში   სატელევიზიო დებატებში, მოვითხოვდი  რომ მოსულიყვნენ და გაეცათ ჩემს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხი, მაგრამ თავი აარიდეს ჩემთან დებატებს.ჯერ კიდევ   არის შანსი,  რომ  ისინი გადადგნენ, რათა  თბილისურ- ინსპერიულ სტილს საფუძველი გამოეცალოს,  ახალი ხელმძღვანელობა შეძლებს ახალი კლინიკის შენარჩუნებას. 
  •  სამწუხაროდ მთავარმა ექიმმა „არქიფო ხალვაშმა“ მთელი მედპერსონალი გადაიბირა. სიტყვიერად რესპუბლიკური საავადმყოფოს  თითქმის ყველა თანამშრომელი მეთანხმება,  ამ დროს  აქციებზე გასაპროტესტებლად  ე.წ. „ნაში ლიუდის“  550 კაციდან მხოლოდ 10 % გამოდის. მიუხედავად ყველაფრისა,   ბრძოლა უნდა გავაგრძელო, რეპუბლიკურ საავადმყოფოს „ევექსს“ არ დავუთმობთ“-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი  ბენო ჭელიძე.(დეტალურად იხ, ვიდეო)

***

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი  ზაალ მიქელაძე კადეგორიულად უარყოფს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას, ან კერძო კომპანიის ხელში გადაცემას. საპირისპიროს ამტკიცებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, თერაპიული დეპარტამენტის უფროსი   ექიმი ბენო ჭელიძე, რომელიც აცხადებს, რომ საავადმყოფოს ირგვლივ ოლიგოპონიური ინტერესები იკვეთება.    საავადმყოფო სურთ ხელში ჩაიგდონ მსხვილმა კომპანიებმა, რომლებსაც სამედიცინო ბაზარზე მონოპოლია აქვთ.   ამ გარიგებაში საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლებაა ჩართული-აცხადებს ბენო ჭელიძე.

გთავაზობთ ინტერვიუს  ექიმ-თერაპევტ  ბენო ჭელიძესთან და კომენტარებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით(იხ,ვიდეო) 

 ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე  კომენტარი ვთხოვეთ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმს (მენეჯერს) მალხაზ ხალვაშს, რომელმაც კომენარზე უარი განაცხადა.

 ამის შემდეგ, საავადმყოფოს  კადრების გადაღების დროს მოგვარდნენ   დაცვის სამსახურის წარმომადგენლები  და  არ მოგვცეს  კადრების გადაღების საშუალება, დაჟინებით  მოითხოვდნენ გადაღებული მასალის წაშლას…თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს  ახალი კორპუსი, რომელიც ექსპლოატაციაში  ჯერ კიდევ არ გადაცემულა (რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველი კორპუსი)   ბათუმის  რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი ბენო ჭელიძეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გადაარჩინე-პრემიერო, დაურეკე ანიტას!

“მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე” – პრემიერო, დაურეკე ანიტას! ანიტას პრემიერის დახმარება სჭირდება და ხმის მიწვდენას ცდილობს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com