ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვინ შეუშალა ხელი პატრიარქს ბავშვების დალოცვაში?

ვინ შეუშალა ხელი პატრიარქს ბავშვების დალოცვაში?

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

გთავაზობთ პოლიტოლოგ გულბაათ რცხილაძის მიერ, სოციალურ ქსელში, ჯერ კიდევ 21 მარტს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელმაც საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება მიიქცია :

“დღეს დამტკიცდა ის, რაც ისედაც ვიცოდით: ყველა გამოკითხვით “95% მართლმადიდებელი” ქართული საზოგადოების (?)% სინამდვილეში არის ზერელე, არაეკლესიური, გაუთვითცნობიერებელი და თან ცოდნის მიღება რომ არ უნდა, იმისთანა მატრაბაზი! კიდევ ერთს ვიტყვი, უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით მისი უწმინდესობისადმი: მისმა ზედმეტმა სიყვარულმა ამ საზოგადოების მიმართ, ცუდად იმოქმედა მისსა და ეკლესიის მიმართ. ჩვენი პატრიარქი ყველას ღებულობდა და ღებულობს, სურათებს იღებენ, ხან კურთხევა, ხან დალოცვა, ხან რა ვიცი კიდევ – ყველაფერი “საპაკაზუხოდ”. ამან გააუფასურა ეკლესიის ავტორიტეტი, პატრიარქმა თავი “გაუყადრა” “…-პერო” საზოგადოებას, დაჟე მკითხავი ლელა კაკულიაც “გააძრობს” პატრიარქთან გადაღებულ სურათებს… ეს არის ჩვენი საზოგადოების რეალური სახე. ამიტომაც არასოდეს მქონია სურვილი, “საქმე ჩამეწყო” (რაც ადვილად შემეძლო ყოველთვის) და “გავჩითულიყავი” პატრიარქთან, ვიღაცების დასაბოლებლად.

პატრიარქი, მისი უწმინდესობა ილია მეორე მე ერთხელ მყავს ცხოვრებაში “ლაივში” ნანახი, 1997 წლის 27 აგვისტოს, მთაწმინდის პანთეონში, როდესაც მამასთან ერთად წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) საფლავის მოსანახულებლად ავედი, ილიას მკვლელობის 90 წლის თავზე. შემთხვევით შევესწარით პატრიარქს, მთავრობის ხალხიც იყო. პატრიარქმა მამაჩემი შენიშნა თუ არა, სახე გაებადრა, ხელები გაშალა და “ვიქტორ!” დაუძახა და ჩაეხუტა. ეს თბილი სახე მე არ დამავიწყდება. მაგრამ რომ არ ვთქვა, რასაც ვფიქრობ, მით უფრო არ შემიძლია!

ამას წინათ, რუსეთში ერთი ფოლკლორული ანსამბლი წავიდა გასტროლებით, შესანიშნავად გამოვიდნენ კიდეც. სულ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ოც წლამდე და ოც წელზე ცოტა ზევით ასაკის. ღელავდნენ, “მოღალატეებად” არ გამოგვაცხადონო – ამ ავადმყოფი საზოგადოების ნაწილის და ნ–ზარი მასმედიის გადამკიდე, ჰქონდათ ეს შიშები. მეთქი, პატრიარქს ვთხოვო, ერთადერთხელ, რაღაც, და ეს ბავშვები მიიღოს-მეთქი. ასეც იქნებოდა, 100%, პატრიარქამდე რომ მისულიყო ეს ინფორმაცია და “მამაო შორენას” არ დაებლოკა. ლელა კაკულიას ხომ შეუშვებდა, მაგრამ რუუუუუსეთში მიმავალი ბავშვების დალოცვა როგორ შეიძლება!!!
არა უშავს, რაც არის, ეგ არის. ყველაფერი ღვთის ხელშია, ამინ.” – წერს რცხილაძე.

https://ge.news-front.info/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა (1989 წლის ...