ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვინ შეიძლება იყიდოს „რუსთავი2“- ივანიშვილმა თუ სააკაშვილმა?

ვინ შეიძლება იყიდოს „რუსთავი2“- ივანიშვილმა თუ სააკაშვილმა?

 

 

ვინ შეიძლება იყიდოს „რუსთავი2“?-ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „რუსთავი 2“-ის გაყიდვის და პოტენციური მყიდველების შესახებ კითხვას უპასუხა.

„მე არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი2“ შეიძინოს, კონკრეტულად  მიხეილ სააკაშვილი  იყო მისი არაფორმალურად მესაკუთრე და მმართველი. ამის თაობაზე ჩვენ სარჩელი პირდაპირ შავით თეთრზე წერია და სწორედ ამას იხილავდა სასამართლო, რომ რეალური მესაკუთრეები ყარამანიშვილები არ იყვნენ და ქიბარ ხალვაშის იძულება მოხდა მიხელ სააკაშვილის მიერ, რომ დაეთმო წილები. შესაბამისად, ამ ეტაპზე თუ კარგად ნახავთ განცხადებას, ქიბარ ხალვაშმა დააფიქრისა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაციები, ეს პროცესი წარიმართება ღიად და საჯაროდ. შესაძლებელია გამოჩნდეს ან არ გამოჩნდეს მყიდველი. თუ ამ მოკლევადიან პერიოდში მყიდველი არ გამოჩნდება, მაშინ სხვა გეგმა გვექნება ასამოქმედებელი, რომლითაც ხელი უნდა შევუწყოთ კომპანიის გაჯანსაღებას. ეს არ არის კომპანიის გაკოტრება“-  განაცხადა პაატა სალიამ.

პაატა სალია აცხადებს, რომ თუ მოკლე ვადებში არ გამოჩნდება ტელეკომპანიის შეძენის მსურველი, მაშინ სხვა გეგმა იქნება ასამოქმედებელი კომპანიის გაჯანსაღებისთვის და ეს არ არის ტელევიზიის გაკოტრება.

რაც შეეხება რისკებთან დაკავშირებულ კითხვას, რომ ტელევიზია შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, სალიას თქმით, ტელეკომპანია წლების განმავლობაში არსებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფის ხელში.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის. როგორც ხალვაში აცხადებს, მზად არის აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაელაპარაკოს, გარდა  მიხეილ სააკაშვილისა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com