ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვინ მოკლა დავით სარალიძე-საგამოძიებო კომისიის სკანდალური დასკვნა

ვინ მოკლა დავით სარალიძე-საგამოძიებო კომისიის სკანდალური დასკვნა

„ამ ეტაპზე, ჩხუბის ყველა დეტალის სრულად აღდგენა შეუძლებელია დიდი დროის გასვლის შემდგომ და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან თავის დროზე არასრულად მიღებული ჩვენებების გამო. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდი კომისიამ დადგენილად მიიჩნია. მტკიცებულებათა ერთობლიობით ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ თუ რა ხდებოდა ჩხუბის განმავლობაში. დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით გ.ჯ. შეაგდო ფარდულში, მას გ.ჯ. მოქცეული ჰყავს მოხრილ მდგომარეობაში და ზემოდან იჭერდა ხელებით. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ დანა ამოიღო და მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა დავით სარალიძეს, რის შემდეგაც დანა დაუვარდა. ფარდულში ასევე იმყოფებოდა მ.კ, რომელმაც როგორც კომისიამ დაადგინა, ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში, შემდეგ, ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა. შემდეგ კი ამ საგანს სახელოში მალავდა. კომისიას ერთ-ერთმა გამოკითხულმა არასრულწლოვანმა ვიზუალურადაც კი დაუხატა ესკიზი თუ როგორი ნივთი უნდა ჰქონოდა მ.კ.-ს, რომელსაც შეიძლებოდა ბასრი პირი ჰქონოდა ან მის გარეშე ყოფილიყო“, – განაცხადა აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს, მიხეილ კალანდიას ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყავდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com