ახალი ამბები
Home / Uncategorized / ვინ იყვნენ ქართული ტელევიზიის ლეგენდარული წამყვანები

ვინ იყვნენ ქართული ტელევიზიის ლეგენდარული წამყვანები

ავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სტუ­დია ერთ პა­ტა­რა ოთახს წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­საც ერთი უძ­რა­ვი კა­მე­რა ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მა­უ­წყებ­ლო­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

1958 წლი­დან იწყე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბი. 1968 წლის 1-ელ აპ­რილს გა­იხ­სნა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა “მო­ამ­ბე”. ამ დრო­ის­თვის, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკვე იზ­რდე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის დიქ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა. მათ ცნობ­დნენ ქუ­ჩა­ში და გა­მო­ხა­ტავ­დნენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ხე­ე­ბად იქ­ცნენ: და­ვით ძი­გუა, ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ლია მი­ქა­ძე, ომარ ტი­ვა­ძე, თენ­გიზ ნა­თა­ძე, და­ვით სო­კო­ლო­ვი, ჟა­ნე­ტა არჩვა­ძე, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე, ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი, ნა­თე­ლა ბოლ­ქვა­ძე, ირმა გუ­რი­ე­ლი, ირი­ნა მა­თი­აშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა მა­ჩა­ბე­ლი და სხვ. მწი­რი და ჯერ სრუ­ლი­ად და­უხ­ვე­წა­ვი ტექ­ნი­კის პი­რო­ბებ­ში, ვი­დე­ო­ჩა­წე­რა ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და პირ­და­პირ ეთერ­ში კი ბევ­რი კუ­რი­ო­ზიც ხდე­ბო­და. მა­შინ, რო­დე­საც გა­და­ცე­მე­ბი “ცო­ცხლად” გა­დი­ო­და ეთერ­ში.

მე­რებ თა­ვა­ძე: “ვეჭ­ვობ, დღეს რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ შეს­ძლოს ის, რაც მა­შინ, თუნ­დაც 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში ხდე­ბო­და. მარ­ტო ხე­ლით აწყო­ბი­ლი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დე­კო­რა­ცი­ე­ბის მა­ყუ­რებ­ლის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად ცვლა რად ღირ­და. ისიც კი მოხ­და, რომ სა­კონ­ცერ­ტო ნომ­რებს შო­რის პა­ვი­ლი­ონ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი “თბი­ლი­სუ­რი აივ­ნი­ა­ნი სახ­ლის” ბო­ლომ­დე კარ­კას­ზე მი­ჭე­დე­ბა ვერ მო­ას­წრეს და რომ არ წაქ­ცე­უ­ლი­ყო, გა­და­ცე­მის დამ­თავ­რე­ბამ­დე ორ მუ­შას ხე­ლით ეჭი­რა თით­ქმის ოთხი მეტ­რის სი­მაღ­ლის “კე­დე­ლი”. რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წი­დან და­წყე­ბუ­ლი, მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა სა­გან­გე­ბო ყუ­რა­დღე­ბით იქ­ცე­ო­და. უმ­ცი­რე­სი შეც­დო­მა მთლი­ა­ნად სა­ე­თე­რო პროგ­რა­მას და­ა­ყე­ნებ­და ყი­რა­ზე. უმ­ძი­მე­სი დატ­ვირ­თვა წამ­ყვა­ნებ­ზე (დიქ­ტო­რებ­ზე) მო­დი­ო­და. ლია მი­ქა­ძე, თენ­გიზ ნა­თა­ძე, შურა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ომარ ტი­ვა­ძე, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძე, ჟა­ნე­ტა არჩვა­ძე, ნა­თე­ლა ბოლ­ქვა­ძე, ირმა გუ­რი­ე­ლი… საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბით ტექ­სტებს მო­კარ­ნა­ხი­სა და “სუფ­ლი­ო­რი მო­ნი­ტო­რე­ბის” გა­რე­შე ზე­პი­რად ამ­ბობ­დნენ. ეს “სი­ა­მოვ­ნე­ბა” მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა. ისიც მახ­სოვს, რო­გორ ეჭი­რა ერთ-ერთი დიქ­ტო­რის წინ, აწე­ულ ხე­ლებ­ში სას­წრა­ფოდ შეც­ვლი­ლი და ორი მეტ­რის სიგ­რძის შპა­ლე­რის რუ­ლონ­ზე დიდი ასო­ე­ბით და­წე­რი­ლი ტექ­სტი სკამ­ზე შემ­დგარ “ტელე-რა­დი­ოს” მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რეს – კარ­ლო გარ­და­ფხა­ძეს. საკ­მა­ოდ დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­ლე­ვი­ზია სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს არ ჰგავ­და”.

ყვე­ლა­ფე­რი ასე იწყე­ბო­და – საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თბი­ლის­ში ტე­ლე­ცენ­ტრის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა და 1953 წელს, მთაწ­მინ­დის ზედა პლა­ტო­ზე მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბაც და­ი­წყეს. სსრკ-ში იმ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძის მშე­ნებ­ლო­ბა 1956 წელს დამ­თავ­რდა. იქვე მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი ტე­ლეს­ტუ­დი­ას და 1956 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში საც­დე­ლი ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბაც და­ი­წყო.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე თბი­ლის­სა და რუს­თავ­ში 3500 შავ-თეთ­რი ტე­ლე­ვი­ზო­რი გა­ი­ყი­და და თი­თო­ე­უ­ლის ფასი 200 მა­ნე­თი იყო.

საც­დე­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბი­დან რე­ა­ლურ­ზე ტე­ლე­ვი­ზია 1956 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­და­ვი­და და აქე­დან იწყე­ბა ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ის­ტო­რი­აც. პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რე­ბი ალექ­სან­დრა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ლია მი­ქა­ძე იყ­ვნენ. მა­უ­წყებ­ლო­ბა კვი­რა­ში ექ­ვსი დღე, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­სა და 30 წუ­თი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

თამარ ბალავაძე
ალექსანდრა მაჭავარიანი
ოთარ სეფიაშვილი
მარკ რივკინი
ნუგზარ ჯუღელი
ჯამლეტ ხუხაშვილი, კოტე მახარაძე და ნუგზარ ჯუღელი
ლია მიქაძე
კოტე მახარაძე
ქეთევან მითაიშვილი
თენგიზ ანთაძე
ვლადიმერ გუცაევი და თამარ ბალავაძე
ირინა მათიაშვილი
ჯულიეტა ვაშაყმაძე
დონარა კინწურაშვილი
თემურ ჯაფარიძე
ქეთევან მითაიშვილი
ირინა მათიაშვილი
ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე და ჯულიეტა ვაშაყმაძე
ჟანეტა არჩვაძე
ლია მიქაძე

წყარო: „მარაო“

დავით სოკოლოვი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს (ვიდეო)

https://www.facebook.com/newpostsgeorgia/videos/1353565805017347 კომპანია ენკას ბაზასთან აქციას რიონის ხეობის დამცველების აქცია გაი მართა, ისინი ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი ...