ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვინ ემუქრებოდა სალომე ზურაბიშვილს და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით?

ვინ ემუქრებოდა სალომე ზურაბიშვილს და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით?

საგანგებო ბრიფინგი

Posted by Salome Zourabichvili on კვირა, 11 ნოემბერი, 2018

 

 

 

 

პირი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატ  სალომე ზურაბიშვილს და მის შვილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა  უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია:

„ეს არ არის ერთი ადამიანის მუქარა. ერთი კაცით დაიწყო და გავრცელდა. რამდენიმე კაცი მონაწილეობს ამ მუქარებში. ერთის მხრივ, ჩემი შვილის და მეორე მხრივ, ჩემი ქალიშვილის მიმართ, რომელიც არის საფრანგეთში ჟურნალისტი და იქაც გადავეცი ეს ინფორმაცია, რამეთუ ორივე საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთმაც რეაგირება უნდა მოახდინოს მათ მიმართ.

ყველა მტკიცებულება არსებობს და გადმოგცემთ ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ. მაგრამ ჯერჯერობით ინდენტიფიკაციას ვერ მოვახდენთ ამ პირების, რისი სამართლებრივი უფლებაც არ გაგვაჩნია.

ყველასთვის გასაგებია რა ტიპის კამპანიაა, რომელიც გრძელდება ძალიან დიდი ხანია არა მხოლოდ ამ პირისგან, არამედ ყველა ფორმით მოდის, რაც შეიძლება შეტევები არის ჩემს პერსონაზე, ჩემს მრწამსზე და ამაში შედის ის, რომ სწორედ ამ კუთხით ცდილობენ, რომ მომავალ მთავარსარდალს მიაყენონ შეურაცხყოფა. ეს არის სრულიად მიუღებელი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ადვოკატი – პირი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვის და სამხედრო შენაერთის წევრია

პირი, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა, უკრაინაში იბრძვისდა სამხედრო შენაერთის წევრია, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს აქვს მტკიცებულებები, როგორც აუდიო, ასევე წერილობითი, რომ აღნიშნულმა პირმა სალომე ზურაბიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განახორციელა. 
„ქალბატონი სალომეს განცხადების შემდეგ ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მთელი რიგი კომენტარები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ეს არის რეალობასთან შესაბამისი ფაქტი და არანაირ სიცრუესთან და ტყუილთან ადგილი არ არის. მორჩნენ სპეკულაციებს, მისცენ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ კონკრეტული ფაქტი.ძალიან დიდი ბოდიში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლეზეა მუქარა, როდესაც მისი ოჯახის წევრებზეა მუქარა, ჩვენ აბსოლუტურად რეალურად აღვიქვამთ ამ მუქარას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის “ფეიკი”. არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მე მაქვს ინფორმაცია, რომ შსს-მ მოახდინა ამ პირის იდენტიფიცირება. ძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა უფრო მძიმე მუხლთან საქმე, ეს არის სსკ-ს 352-ე მუხლი, რაც გულისხმობს პოლიტიკური თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფის ან სხვა მსგავს მუქარას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე. ეს განცხადება არ ყოფილა ტყუილი ან პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.

მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს ამ პირის დაკავება ან შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება. ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა უნდა იქნეს გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. საუბარია ერთ პირზე, თუმცა, ეს პირი არის სამხედრო შენაერთის წევრი. ის იბრძოდა და იბრძვის საზღვარგარეთ, უკრაინაში, ის არის ქართული შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე”, – განაცხადა გაბუნიამ.

„ისინი შეურაცხყოფენ ჯარისკაცის ღირსებას, როცა მანიპულირებენ, მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“იგივე ფაქტები გავაცანი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაზეც დღეს დილით განვაცხადე. ჩვენ ისიც ავუხსენით მათ, რომ მზად ვართ მტკიცებულებები გადავცეთ, რაც გაგვაჩნია, ის “სქრინშოტები”, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ გავრცელებულ ფაქტებს. ჩვენ ვერ დავასახელებთ სახელებს და გვარებს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. იყო არასამთავრობოებიდან საუბარი იმაზე, რომ ადრეც ჰქონდათ რეაქციები იმ სიძულვილის ენაზე და იმ ფაქტებზე, თუნდაც ჩემი დემონსტრაციების და მიტინგების დარბევაზე, მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა არა იმ დონეზე, რაც არის დღეს მიღწეული. ჩვენ გადავედით ერთი ნაბიჯით წინ, რაც შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მომცველი და ძალიან მიუღებელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასევე, ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მისიებთან. ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ მდგომარეობაში და გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე. რაც შეეხება მუქარას, მე არ ვემუქრები არც ერთ ჯარისკაცს და პირიქით, ამ დილითაც გამოვთქვი ის პატივისცემა, რაც მე მაქვს და გამაჩნია ჯარის და სამხედრო ძალების მიმართ. ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ამ ღირსებას, რაც არის ჩემი სამხედრო ძალების ღირსება, როცა მანიპულირებენ, მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა. თუ ვიღაცას არ სჯერა, მტკიცებულებები გადაცემულია და მე კომენტარს არ გავაკეთებ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ფაქტი დადგინდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com