ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ვინ და რატომ გვიკლავს შვილებს (შემზარავი კადრები გორიდან)

ვინ და რატომ გვიკლავს შვილებს (შემზარავი კადრები გორიდან)

გორის N5-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 8 წლის ნანო ბერიაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 34 წლის მამაკაცი, იაგო ნებიერიძე, 2004 წელს, არასრულწლოვანი ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებით დააკავეს. ის გატაცებული ბავშვის მშობლებისგან გამოსასყიდის სახით 20 000 ლარს ითხოვდა.

როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, იაგო ნებიერიძემ წლების წინ იმ ოჯახის ბავშვი გაიტაცა, რომელ ოჯახსაც მისივე მამა ფარეხს უშენებდა.  2004 წელს ჩადენილი დანაშაულის დროს მას ადვოკატი ზურაბ ნეფარიძე იცავდა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. ნებიერიძის მიერ გატაცებული ბავშვი, ზაქრო ბერძენიშვილი ვერ იპოვეს, გამტაცებელი კი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამრთლეს. ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში კი, ბრალდებული მაშინ, სასამართლომ გაამართლა.

“11-წლის იყო ჩემი შვილი, როცა ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. ჩვენ ეჭვი მასზე მივიტანეთ. ჩვენს ავტოფარეხში მუშაობდა და ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა. თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“, – აცხადებს 14 წლის წინ გატაცებული ბავშვის დედა, ხათუნა ბერძნიშვილი.

აღსანიშნავია, რომ იაგო ნებიერიძე სამართალდამცველებმა ამჯერად ცხელ კვალზე, იმ მარშრუტის დადგენის შედეგად იპოვეს, რომლითაც 8 წლის ნინო ბერიაშვილი გადაადგილდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა ყველა სახლი გაჩხრიკეს. ერთ-ერთში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც იაგო ნებიერიძე დააკავეს. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის N 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

დაკარგული 9 წლის გოგონა, გუშინ, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე ლიახვის პირზე მოკლული იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა ჩამოცმული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. ​თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 34 წლის მამაკაცს ტელეფონში გოგონასთვის გადაღებული ფოტოები აღმოაჩნდა, რომელიც სავარაუდოდ მაშინ გადაუღო, სანამ გოგონა ქუჩაზე მოძრაობდა.

9 წლის მოკლული ბავშვი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში მიასვენეს. 😢 გაუზიარეთ მეგობრებს რაც ხდება დღეს საქართველოში😢

Posted by Your PaGe on პარასკევი, 26 ოქტომბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com