
ეგღა გვაკლია კოდექსები და კანონმდებლობები დაწერონ და გვმართონ ჟურნალისტები, ისე, ხომ არ აკლიად მოსყიდვა და ა.შ. ეს კანონები თავისუფალი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. კახა კახიშვილიც გადააგვარეს(ყოფილი ჟურნალისტი ყოფილა)-კანონმდებლობის შექმნას გვიანონსებს, რა ვიცი, აღარ დარჩა სფერო, რკინის ღობე რომ არ შემოავლონ. ვინ, ვინ და ჟურნალისტები მაინც ამბობენ სიმართლეს და ახლა მაგათაც დაადეთ ბოქლომი, აბა თქვენ იცით-ბნელ კომინისტურ წყობაში ვბრუნდებით თუ რა ხდება?აი, რას აცხადებს კახა კახიშვილი
„დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ვინ არის ჟურნალისტი?-რა არის ჟურნალისტი? ის არის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, – თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს. – მე ორი წელი ვმუშაობდი „პალიტრაში“ გადაცემაა მიმყავდა, რაღაც სტატუსებს მეც ვწერდი და ბლოგიც მიმყავდა „კვირის პალიტრაში“, შესაბამისად, შეიძლება ჩავითვლოთ, რომ მეც ჟურნალისტი ვარ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.