„ვინც ქართველი პატრიოტი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ოკუპანტებს მიაწოდა ინფორმაცია რომ იგი 2008წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა, ყველა ის მოღალატე აუცილებლად უნდა გასამართლდეს!“-განაცხადა პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ.

შეგახსენებთ , რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.