ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს“-სალომე ზურაბიშვილი

„ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს“-სალომე ზურაბიშვილი

 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის გმირების ირგვლივ აგორებულ სკანდალზე:

„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას …. იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!
გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com