ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის მტერია”-კახა კალაძე

„ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის მტერია”-კახა კალაძე

 

 თბილისის მერი კახა კალაძე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

„კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი – ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია”,– განაცხადა კალაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com