ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე“-ირმა ინაშვილი

„ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე“-ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი პარლამენის წინ  მიმდინარე  აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ კომენარს აკეებს და აცხადებს, რომ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა ღირსება შეულახეს.

“ძალადობას ამართლებთ? ” -, მკითხა დღეს ჟურნალისტმა. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ! არც მე და არც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი, მაგრამ ძალადობა მარტო ფიზიკური შეხლა- შემოხლა, ცემა და წამება არ არის.

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა ადამიანის ღირსების შელახვაა, ადამიანის შეურაცხყოფაა და რაც პარლამენტის შესასვლელთან ხდება, ესაა ძალადობა მიმართული ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ამიტომ ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე. ძალადობის ამ ფორმის მიზანია დაურღვიოს ე. წ. მსხვერპლს წონასწორობა. მერე კი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად.
ამდენად, დეპუტატია, თუ არადეპუტატი, ყველას აქვს ღირსება. დამიძახო “მოღალატე” (როცა არა ვარ) ნიშნავს, რომ მიწვევ ემოციური აფეთქებისკენ. ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. ახალგაზრდა აქტივისტებს უწოდებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.”– ირმა ინაშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com