ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ვინც აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია, წორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში“

„ვინც აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია, წორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში“

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამარ თულ აქციაზე ნაციონალების მიერ გადადგმულ არადემოკრა ტიულ ნაბიჯებს და ბრალდბებს ასე პასუხობს:

„დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;

ინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, – სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ.

მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! -უპასუხისმგებლო მთავრობანი კი აქამდეც აქცევდნენ ქვეყანას და ბოლოს სულაც გააქრობენ“

„ჯერ ერთი ოხრად დარჩენილა ყველა პარლამენტი და ყველა პარლამენტარი! თუ პოლიტიკოსი ხარ, წარმოადგინეთ თქვნი პროგრამა, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com